სამნიძეს სურს, პრაიდ კვირეულის უსაფრთხოების განსახილველად გომელაური კომიტეტის სხდომაზე მივიდეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ხათუნა სამნიძეს სურს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მორიგ სხდომას დაესწროს და პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებაზე კითხვებს უპასუხოს.
აღნიშნულზე განცხადება სამნიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მისწერა. განცხადების ავტორის სურვილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხოს კითხვებს იმაზე, თუ რამდენად იქნება დაცული აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება პრაიდის კვირეულის ფარგლებში.
მიხეილ სარჯველაძე On.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას პრაიდის გამართვის საკითხზე შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თხოვნით მიმართეს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება დღეს დაიწყებოდა და შესაბამისად, ამ დროისთვის საკითხი გადაწყვეტილი ვერ იქნებოდა.
"თვითონ მან რა გითხრათ, ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ? არ გვქონია ჩვენ ერთმანეთში მოლაპარაკება, რომ 28 ივნისის კვირაში დავიწყებთ ამაზე მუშაობასო? არ უთქვამს ეს? სამწუხაროა. ასე ვიყავით შეთანხმებული. ეს წერილი ნამდვილად წინა კვირაში შემოვიდა, მაგრამ დასაზუსტებელი იყო, არ იყო აკურატულად შედგენილი. დააზუსტეს შემდეგ და ამის მერე გვქონდა მოლაპარაკება, რომ კვირაში დავიწყებთ მუშაობას, რათა შევთანხმდეთ, როგორ და რა ფორმატში ჩავატარებთ ამ შეხვედრას", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არ იცის, მოესწრება თუ არა მინისტრის მოსმენა პრაიდის კვირეულის დაწყებამდე, რადგან "ამის ვალდებულება არ არის, რომ მაინცდამაინც 5-მდე უნდა მოესწროს".
თბილისში პრაიდის კვირეული 1 ივლისიდან არის დაგეგმილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები