ნებისმიერი აქცია სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან — მეგრელიშვილი პრაიდზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ღირსების მარშთან დაკავშირებით ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის სადღეგრძელოების დასაცავი და სახელმწიფოს ფუნქციაა უმცირესობების დაცვა.
"სხვა ფუნქცია ამ ქვეყანაში სახელმწიფოს არ გააჩნია, რაც არ უნდა მიუღებელი ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში და რაც არ უნდა მიუღებელ რამეებს ამბობდნენ იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლება, ზოგადად, არ არის სადღეგრძელოების დასაცავი, ანუ სადღეგრძელოების დაცვა არ სჭირდება. სადღეგრძელოების მთქმელ ადამიანებს ტაშს უკრავენ, ანუ იმ ადამიანებს აქვთ საფრთხის განცდა და საშიშროება. ვინც ისეთ რამეს ამბობს, რაც უმრავლესობას ნებისმიერ საზოგადოებაში, არამარტო საქართველოში, არ მოსწონს, ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, რომ თუ სახელმწიფოს შეუძლია უმცირესობების, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს უმცირესობა უმრავლესობისთვის, დაცვა, ის თავის ფუნქციას ასრულებს. თუ ამის შესრულება არ შეუძლია, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, მიუხედავად იმისა, ამ მხარეს, უმცირესობების მხარეს რომელი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდებიან და ვინ შეეცდება ამ აქციის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას", — აცხადებს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, გირჩის პოზიცია ძალადობასთან დაკავშირებით ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნოს.
"თქვენ იცით, ალბათ, გირჩის პოზიცია როგორია ძალადობასთან დაკავშირებით. ერთადერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალადობა. ასევე, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ამ ქვეყანაში თავისუფლად, ძალადობისგან დაცულად გრძნობა, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წელს, როდესაც პირველად მოხდა დაპირისპირება ამ ჯგუფებს შორის, ასეთი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობს და ამ კონფლიქტის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, ალბათ, არის ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ შეიძლება, ზოგადად, გავაკეთოთ და ახლა რაც ეტყობა, რა სიტუაციაც არის, ამ მხარეებს, როგორც ერთ მხარეს, ლგბტ თემს, რომელიც ნაწილი პოლიტიკოსების უჭერს მხარს და მეორე ნაწილს საზოგადოების, რომელიც ეწინააღმდეგება ამ აქციას, ხელისუფლება უჭერს მხარს, როგორც ჩანს, როგორც ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვრჩება ასოციაცია. ჩემი აზრით, მთავარი ამბავი არის ის, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება ქვეყანაში ჩატარდეს, იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ ძალადობისგან", — ამბობს გირჩის ლიდერი.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართელი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები