საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონზე ისაუბრეს — რას ამბობენ შეხვედრის მონაწილეები
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, იმედოვნებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სიტუაციის მეტი გახსნილობა და გამჭვირვალობა იქნება. ამის შესახებ მან საპატრიარქოში მეუფე შიოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ერთობლივ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ასევე, Unicef-ისა და World vision-ის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
"ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პროგრესი, რათა გადაიჭრას ნინოწმინდაში ბავშვთა უმეტესობის იზოლაციის საკითხი. ასევე, გაგრძელდება იქ დარჩენილი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ვფიქრობ, მივაღწევთ სიტუაციის უფრო მეტ გახსნილობას და გამჭვირვალობას, რომლის აბსოლუტური საჭიროებაც არსებობს. ჩვენ ვიმსჯელეთ, რა ნაბიჯები იდგმება ახლა და რაზე უნდა მოხდეს მომავალში ფოკუსირება ბავშვების კეთილდღეობისთვის", — განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, სიტუაცია რომ აღარ გამეორდეს.
"დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისთვის, რომ დავსახოთ, როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა მცირე ბავშვთა სახლებში და საკუთარი ოჯახებში. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესში ყველა მხარის ჩართულობა საკმაოდ მაღალ დონზე უნდა იყოს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით კი, ეს საკითხი საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელდება და პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
"ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში კიდევ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, რომ ბავშთა სახლები, რომლებიც შემდგომში ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც ამას საერთაშორისო მოთხოვნები გულისხმობს", — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ტიკარაძემ ისაუბრა დაგეგმილი რეფორმების შესახებაც. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ დაწყებულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, პანსიონიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 15 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24-საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ. სამინისტროში ამბობენ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური და ცრუ მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ბოლო დღეებამდე არ ეძლეოდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
ერთი საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.
13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ. შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან.
შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და ის ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეცვალა. მან დანიშვნიდან ორ დღეში ნინოწმინდის პანსიონიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლა და განაცხადა, "თუ ვინმეზე ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რაღაცა, არ ვარკვევთ მართალია თუ მტყუანი ის ბავშვი, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან ჩვენთან".
17 ივნისს სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად უახლოეს დღეებში ჩავიდოდა. ომბუდსმენი პანსიონში 28 ივნისს ჩავიდა.
გაიგეთ მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები