იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა ნაწილის მიერ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი დაირღვა — TI
ფოტო: www.dw.com
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (TI) მოსამართლეთა საჯარო განცხადებები შეისწავლა, რომლის თანახმად, აღმოჩნდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი ყოფილი თუ მოქმედი წევრის საჯარო ქმედებები, ხშირ შემთხვევაში ეთიკურობის სტანდარტს არღევდა. TI-ს განცხადებით, მოსამართლეებს უფლება აქვთ საკუთარი მოსაზრებები საჯაროდ გამოხატონ, თუმცა არსებობს ეთიკური ნორმები, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს ადგენს და რომლის დაცვაც ყველა მოსამართლეს ევალება.
"ზოგიერთი მოსამართლე სასამართლო სისტემისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თუ ჯგუფების მისამართით ხშირად იყენებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, ხშირად ისეთ ფორმებშიც კი, რაც მოსამართლის სტატუსს არ შეესაბამება. ბუნებრივია, რომ მოსამართლის მიერ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დარღვევა არ შეიძლება დისციპლინირების საფუძველი გახდეს", — აცხადებს TI.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არაეთიკური გამოხატვის ყველა შემთხვევის დისციპლინირებამ შესაძლოა სისტემაში განსხვავებული აზრის წარმოქმნა დათრგუნოს. მათი თქმით, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ ისეთი გამოხატვა, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით პირდაპირ და არაორაზროვნად არის გათვალისწინებული.
"მაგალითად, იყო უკიდურესი შემთხვევებიც, როდესაც მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და პოლიტიკურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. ასეთი ქმედება კი ცალსახად კანონის დარღვევას წარმოადგენს, პირდაპირ ვნებს სასამართლოს რეპუტაციას და შესაბამისად, დისციპლინურ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ შემდეგი საკითხები გამოკვეთა:
- მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მათ შორის, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ისეთ განხილვებში, რომელიც სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას ეხება. ამასთან, მოსამართლემ ამ უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ინტერესი, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაიცვას სასამართლოს ავტორიტეტი და ინდივიდუალური მოსამართლის რეპუტაცია. ამ ფუნქციის შესრულებისას საბჭოს მოსამართლე წევრებზე ვრცელდება ბანგალორის პრინციპები და საქართველოს მოსამართლეთა ეთიკის წესები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილის ქმედებები, ხშირ შემთხვევაში მოსამართლის მაღალ სტატუსს არ შეესაბამებოდა და ეთიკურობის სტანდარტს არღვევდა;
- მოსამართლეს სოციალური მედიით სარგებლობა არ ეკრძალება. თუმცა, სხვა შემთხვევების მსგავსად, მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოსაზრებების გაჟღერებისგან, რაც მართლმსაჯულების ინტერესს დააზიანებს. ქართულ რეალობაში, ინდივიდუალური მოსამართლეების გამოხატვის ფორმა, რიგ შემთხვევებში, არ შეესაბამება ეთიკის აღიარებულ სტანდარტებს, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობას აზიანებს;
- მნიშვნელოვანია, მოსამართლის პოლიტიკური საქმიანობისაგან დისტანცირება. მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი განცხადების ან/და პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა. ამის საპირისპიროდ, მოსამართლე ლევან მურუსიძემ, წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლის შთაბეჭდილება არ დატოვა. დებატების დროს მურუსიძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, სრულად ემთხვეოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ განცხადებებს, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შემთხვევა იყო;
- მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სრული და დაუბალანსებელი ძალაუფლების პირობებში სახიფათო პრეცედენტად უნდა შეფასდეს გავლენიანი მოსამართლეების მიერ კონკრეტული პირების საჯარო პერსონალური კრიტიკა;
- მოსამართლის მიერ გამოხატვის თავისუფლების ფარგლების ნებისმიერი დარღვევა არ შეიძლება დისციპლინირების საფუძველი გახდეს. არაეთიკური გამოხატვის ყველა შემთხვევის დისციპლინირებას შესაძლოა "მსუსხავი ეფექტი" ჰქონდეს სისტემაში განსხვავებული აზრის წარმოქმნაზე ან მისი რეალიზებაზე. პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ ისეთი გამოხატვა, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით პირდაპირ და არაორაზროვნად არის გათვალისწინებული;
- მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გამოხატვის თავისუფლებით ნებისმიერი სარგებლობა მის დისციპლინირებას გამოიწვევს. ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა მხრიდან კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა არ არის წახალისებული. უფრო მეტიც, წარსულში განსხვავებული აზრის გამო სისტემიდან ეტაპობრივად განიდევნენ "მოსამართლეთა ერთობის" წევრები. ზოგიერთი მათგანის მიმართ დისციპლინური წარმოებაც კი დაიწყო;
- სპიკერ-მოსამართლეების საზოგადოებასთან კომუნიკაცია მწირია. არსებული ფორმით აღნიშნული ინსტიტუტი საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ფუნქციას ვერ ასრულებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები