კვანტური ფილოსოფია: 4 გზა, რომლითაც ფიზიკა რეალობას სხვა თვალით დაგანახებს
ფოტო: Shutterstock
წარმოიდგინეთ, რომ გაზეთი გადაშალეთ და თქვენი ყურადღება სუდოკუს თავსატეხმა მიიპყრო. მთელი დილა ამ ლოგიკური პაზლის ამოხსნას დაუთმეთ და მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვადრატი რომ დაგრჩათ, მიხვდით, სუდოკუს გამართულად დასრულების გზა არ არსებობს.
"ალბათ შეცდომა დავუშვი", — ფიქრობთ თქვენ. ამიტომ სუდოკუს ამოხსნას თავიდან იწყებთ, მაგრამ ამჯერად იმ კუთხიდან, რომლის დასრულებაც ვერ შეძელით და უკუსვლით მიჰყვებით თავსატეხს. მაგრამ იგივე ფინალი მეორდება. თქვენ ისევ ბოლო რამდენიმე კვადრატის დასრულებაში გექმნებათ პრობლემა და რწმუნდებით, რომ თანმიმდევრული ამოხსნის გზა, უბრალოდ, არ არსებობს.
კვანტური მექანიკის მიხედვით, რეალობის არსებითი მახასიათებლების დადგენა შეუძლებელ სუდოკუს წააგავს. საიდანაც უნდა დავიწყოთ კვანტური თეორიის ამოხსნა, ყოველთვის გადავაწყდებით თავსატეხს, რომელიც გვაიძულებს, სამყაროს მუშაობის ფუნდამენტურ პრინციპებს გადავხედოთ (სწორედ ეს არის ის, რაც კვანტურ მექანიკას ძალიან სახალისოს ხდის).
თუ კითხვას გააგრძელებთ, კვანტური მექანიკით დაინტერესებული ფილოსოფოსის თვალით დანახულ სამყაროს გაეცნობით.
1. "საზარელი დისტანციური ქმედება"
ფოტო: Travis Morgan
რამდენადაც ვიცით, სინათლის სიჩქარე (დაახლოებით 300 მილიონი მეტრი წამში) სამყაროში სიჩქარის მაქსიმალური ზღვარია. ალბერტ აინშტაინმა საჯაროდ უკუაგდო ის მოსაზრება, რომ ფიზიკური სისტემები ერთმანეთზე ზეგავლენას იმაზე უფრო სწრაფად ახდენენ, ვიდრე მათ შორის სინათლის სიგნალს შეუძლია იმოძრაოს.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ამ მოვლენას აინშტაინმა საზარელი დისტანციური ქმედება (spooky action at a distance) უწოდა. თუ იქამდე კვანტური თეორია ასეთ "საზარელ" მოვლენებს დასაშვებად მიიჩნევდა, აინშტაინი ამტკიცებდა, რომ თეორია ჯერ დასრულებული არ იყო და მისი გაუმჯობესებული ვერსია სამყაროს შესახებ ჭეშმარიტ სურათს გვაჩვენებდა.
დღეს უკვე ვიცით, რომ სამომავლოდ უკეთესი თეორიის შემუშავება ნაკლებად სავარაუდოა. და თუ აქსიომად მივიღებთ, რომ სამყარო "მასალის" მკაფიოდ განსაზღვრული და დამოუკიდებელი ნაწილებისგან შედგება, მაშინ ჩვენი სამყარო ის ადგილია, სადაც ამ ნაწილებს შორის მსგავსი საზარელი დისტანციური ქმედება შესაძლებელია.
2. რეალობაზე კონტროლის დაკარგვა
ფიზიკოსები ნილს ბორი (მარცხნივ) და ალბერტ აინშტაინი ვერ თანხმდებოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას გვეუბნება კვანტური მექანიკა რეალობის ბუნებაზე.
ფოტო: Paul Ehrenfest
"და, იქნებ, სამყარო მასალის მკაფიოდ განსაზღვრული და დამოუკიდებელი ნაწილებისგან სულაც არ შედგება?" — ალბათ ახლა ამას ფიქრობთ, — "მაშინ შეგვიძლია, რომ ეს საზარელი დისტანციური ქმედება თავიდან ავიცილოთ?"
დიახ, შეგვიძლია და კვანტური ფიზიკის საზოგადოებაში ბევრი სწორედ ასე ფიქრობს. მაგრამ ეს აინშტაინისთვის ნუგეში მაინც ვერ იქნებოდა.
აინშტაინი ამ თემაზე დანიელ ფიზიკოს ნილს ბორთან დიდხანს კამათობდა. ბორის მიხედვით, აუცილებლად უნდა შევეშვათ იმ იდეის მტკიცებას, რომ სამყარო მკაფიოდ განსაზღვრული მასალისგან შედგება, რადგან ეს საზარელ დისტანციურ ქმედებას თავიდან აგვაცილებს. ბორის აზრით, სამყაროს მკაფიოდ განსაზღვრული თვისებები იქამდე არ აქვს, სანამ მას არ დავაკვირდებით. ხოლო როდესაც არ ვაკვირდებით, ბორის აზრით, სამყარო, რეალურად იმ სახით სულაც არ არსებობს, როგორადაც დაკვირვებისას წარმოგვიდგება.
აინშტაინი კი ამტკიცებდა, რომ სამყარო რაღაცისგან უნდა შედგებოდეს — იმის მიუხედავად, ვაკვირდებით მას თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროს შესახებ ვერც ერთმანეთში ვისაუბრებდით და ვერც მეცნიერება იტყოდა რაიმეს ამის თაობაზე. მაგრამ აინშტაინს არ შეეძლო, თან მკაფიოდ განსაზღვრული და დამოუკიდებელი სამყაროს არსებობდა ემტკიცებინა და თან საზარელ დისტანციურ ქმედებაზე ეთქვა უარი... ან, იქნებ, შეეძლო?
3. უკან მომავალში
ფოტო: The University of Queensland
აინშტაინისა და ბორის დებატები კვანტური მექანიკის ისტორიის ცნობილი ნაწილია. მაგრამ ნაკლებად ცნობილია ამ კვანტური სუდოკუს ის კუთხე, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განსაზღვრული და დამოუკიდებელი სამყარო ისე გადავარჩინოთ, რომ საზარელი დისტანციური ქმედებაც გავაქროთ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში სხვა უცნაურობა იჩენს თავს.
თუ შეიძლება, რომ ლაბორატორიაში კვანტური სისტემის გაზომვის ექსპერიმენტის ჩატარებამ როგორმე სისტემის გაზომვამდე არსებულ მდგომარეობაზე იმოქმედოს, მაშინ აინშტაინსაც ორი კურდღლის დაჭერა ერთდროულად შეეძლება. ამ ჰიპოთეზას რეტრომიზეზობრიობას უწოდებენ, რადგან ექსპერიმენტის შედეგებს დროში უკან მოგზაურობა და საწყისი მდგომარეობის შეცვლა უნდა შეეძლოს.
თუ ფიქრობთ, რომ ეს უცნაურია, თქვენ მარტო არ ხართ. ეს კვანტურ ფიზიკოსთა შორის არც ისე გავრცელებული მოსაზრებაა, მაგრამ მას მომხრეები მაინც ჰყავს. თუ თქვენ წინაშე, ერთი მხრივ, ის არჩევანია, რომ საზარელ დისტანციურ ქმედებას დაეთანხმოთ ან, მეორე მხრივ, აღიაროთ, რომ ჩვენთვის ნაცნობი სამყარო, როცა მას არ ვაკვირდებით, უბრალოდ არ არსებობს, მაშინ რეტრომიზეზობრიობა არც ისე ცუდ ვარიანტად მოგეჩვენებათ.
4. არანაირი ხედი ოლიმპოდან
წარმოიდგინეთ, რომ ზევსი ოლიმპოს მწვერვალზე ჩამოჯდა და სამყაროს გადმოჰყურებს. ასევე წარმოიდგინეთ, რომ მას შეუძლია დაინახოს ყველაფერი, რაც უკვე მოხდა, ახლა ხდება ან სამომავლოდ მოხდება ნებისმიერ ადგილსა და დროს. ამ შესაძლებლობას "ღმერთის ყოვლისმხედველი თვალი" დავარქვათ. ამის შემდეგ ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ სამყაროს მოწყობის რაღაც კონკრეტული გზა აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუნდაც ეს მხოლოდ ყოვლისმხედველმა ღმერთმა იცოდეს.
ფოტო: Anthony Dunnigan
კვანტური მექანიკის ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ყოვლისმხედველი ღმერთის არსებობა შეუძლებელია — თუნდაც თეორიულად. ზოგიერთ უცნაურ კვანტურ სცენარში სხვადასხვა მეცნიერმა შეიძლება თავიანთ ლაბორატორიებში კარგად დაათვალიეროს სისტემები და გააკეთოს საფუძვლიანი ჩანაწერები იმის შესახებ, რასაც ხედავს. მაგრამ როცა მეცნიერები თავიანთი ჩანაწერების შედარებას დაიწყებენ, მათ შორის შეუსაბამობას აღმოაჩენენ და აღწერილი ფაქტების შესახებ უთანხმოება წარმოიშობა. თანაც სრულიად შესაძლებელია, რომ აბსოლუტურად ობიექტური ფაქტი არც კი არსებობდეს იმის დასადასტურებლად, თუ ვინ არის სწორი — და აქ თავად ზევსიც უძლური იქნება!
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა შეუძლებელ სუდოკუს წააწყდებით, დარწმუნებული იყავით, რომ კარგ კომპანიაში ხართ. კვანტური ფიზიკის მთელმა საზოგადოებამ და, შესაძლოა, თვით ზევსმაც ზუსტად იცის, როგორ გრძნობთ თავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები