თიბისის მხარდაჭერით მაკდონალდსის პურ-ფუნთუშეულის საწარმო ბრედფილდი გაიხსნა
ფოტო: თიბისი
საქართველოში მაკდონალდსის პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო სტანდარტების საწარმო — ბრედფილდი გაიხსნა და სულ მალე, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. პროექტი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ბრედფილდის ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმოში დასაწყისისთვის 30, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება.
საწარმო მაკდონალდსის ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება — 2022 წლიდან ბრედფილდში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა. გარდა იმისა, რომ ბრედფილდი საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო, ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცნობი გემოს მიღება მომხმარებლებს უკვე სახლშიც შეეძლებათ.
მომავალში საწარმოსთან არსებული საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაც იგეგმება, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. ამასთანავე, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.
საწარმოს პროექტირება და ბიზნეს კონცეფციის შემუშავება 2019 წელს დაიწყო როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან (Colliers International), ასევე ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად კომპანიიდან AHB Backwaren GesmbH & Co KG.
შენობის პროექტირებისას გათვალისწინებულია სურსათის უვნებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. დაცულია როგორც ნედლეულის და მზა პროდუქციის, ისე მომსახურე პერსონალის უვნებელი და უსაფრთხო გადაადგილების სქემები. წარმოების ტექნოლოგიური ხაზისთვის თანამედროვე დანადგარები ამერიკული, გერმანული და იტალიური კომპანიებიდან შეირჩა. მაკდონალდსის ფუნთუშების ცხობის პროცესში, პირველად გამოიყენება მსგავსი ტიპის ღუმელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის შედეგს იძლევა და ამასთანავე, მუშაობის უფრო ეკონომიური და მოქნილი სისტემა აქვს.
"მაკდონალდსმა საქართველოში უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და სისუფთავის სტანდარტი დანერგა, ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მისცა, დღეს კი ამ ყველაფერს ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის სიახლე, რომელიც რიგ ქვეყნებში ჯერ არ არის დანერგილი, ჩვენ კი საქართველოში ამ შესაძლებლობას უკვე ვთავაზობთ მომხმარებელს. საწარმოს გახსნის ნებართვის მოსაპოვებლად, 2 წლის განმავლობაში ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ყველა საფეხური წარმატებით გავიარეთ", — თენგიზ კაპანაძე, მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი.
"მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში მაკდონალდსის 7 ახალი რესტორანი გაიხსნა. დღეს კი კვების ხაზს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი — ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის პურ-ფუნთუშეულის უმაღლესი სტანდარტების საწარმო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დამსაქმებელი და ქართული პროდუქციის ექსპორტიორი გახდება. პროექტის დაფინანსება საწარმოს მშენებლობის პირველივე ეტაპზე, 2019 წელს დავიწყეთ და რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა არც ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა. შესაბამისად, მშენებლობა დაგეგმილ ვადაში, 2020 წელს დასრულდა. ეკონომიკის აღდგენის პერიოდში, მნიშვნელოვანია ექსპორტის გაძლიერება, ამიტომ გვეამაყება, რომ ყველასათვის საყვარელი ბურგერის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დააგემოვნებენ", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები