დედაენის ბაღის განახლებული სივრცე მომავალს თანამედროვე ხედვის კონცეფციით ხვდება
ფოტო: ენსისი
170–წლიანი ისტორიის მქონე მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სრულიად ახალი ხედვის კონცეფციითაა მოწყობილი და განსაკუთრებულად მშვიდ და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს ნებისმიერი ასაკის ვიზიტორს.
170 წლის წინ, 1851 წელს დასრულდა დღევანდელი მშრალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც ახლანდელი ათონელის ქუჩა ზაარბრიუკენის მოედანს დააკავშირა და ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა.
ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად მისი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვას კომპლექსურ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროცესად აფასებს პროექტის შემსრულებელი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გეგი ქელბაქიანი.
ფოტო: ენსისი
ბაღი რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკით, თანამედროვე დიზაინით, განსხვავებული გამწვანებით, მოსასვენებელი სკამებით, სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცით ნებისმიერი ასაკის ადამიანის მისაღებადაა მზად.
აქვე 180-ზე მეტი კომერციული დანიშნულები სტენდი მოეწყო, რომლითაც 260–ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
დედაენის ბაღის პირველადი პროექტი პოპულარული მებაღის, "გარდენიას" დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძის ხელმძღვანელობით მომზადდა. შემდეგ პროცესში შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კომპანია ჩაერთო.
ფოტო: ენსისი
გეგი ქელბაქიანის თქმით, პროექტში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევის შედეგად, საბოლოო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა და არსებულ გარემოს, რომელიც 29 000 კვ/მ ფართობს მოიცავს, უკეთესად მოერგო.
"პროცესი იყო ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. როგორც ყოველთვის, ამ პროექტის შემთხვევაშიც აქტიური თანამშრომლობა გვქონდა დამკვეთთან — თბილისის განვითარების ფონდთან, სხვადასხვა პარტნიორთან და ამ კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. მსგავსი პროექტების ხიბლი სწორედ იმაშია, რომ "ენსისი" ყოველთვის ცდილობს, არსებულ პროექტს დამატებითი ღირებულებები შესძინოს. ეს შემოქმედებითი პროცესია და გზადაგზა ხდება დეტალების დახვეწა, განვითარება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ეს გაცილებით საინტერესოს ხდის პროექტს. შედეგიც ყოველთვის უფრო ხარისხიანი და შთამბეჭდავია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ უბანში ხორციელდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ ამ საინტერესო, შემოქმედებით პროცესში ჩემი შვილიც იყო ჩართული და დღეს ისიც განსაკუთრებული ემოციით სტუმრობს პარკს. მთავარი რამ, რაზეც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ამ პროცესში ფიქრობს და სულ გვახსოვს, არის ის, რომ ჩვენმა პროექტმა ადამიანების ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს გეგი ქელბაქიანი.
ფოტო: ენსისი
კომპანია "ენსისის" არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განუხორციელებია და ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში: მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ტერიტორიაზეც შალიკაშვილების ცნობილი სასახლე დგას; დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები