წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო
ფოტო: On.ge/თორნიკე მანდარია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო.
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან წერილი მიიღო, რომელის მიხედვითაც რუსთავი 2-ის მოპასუხე მხარე მთავრობაა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ წუთებში ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანმა დასძინა, რომ ბრიფინგის გამართვის მიზეზი საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესია.
წულუკიანის ინფორმაციით, რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოს სამი მოთხოვნით მიმართა, მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნა სტრასბურგის სასმართლოში ტელევიზიის საჩივრის განხილვამდე არ მომხდარიყო ტელეკომპანიის წილების ცვლილება.
წულუკიანის თქმით, რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვა:
- საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეს არ განიხილავს არსებითად;
- აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა;
- საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალოს არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში;
"რუსთავი 2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის, სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EPP-ს წევრების, ამერიკის საელჩოს განცხადება, ჩვენს შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადსხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად," - აღნიშნა წულუკიანმა, რომლის თქმითაც, მორიგე მოსამართლემ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ საქართველოს ინფორმაცია არ მიაწოდა და არც ქვეყნიდან გამოითხოვა.
წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო.
"ჩვენთვის უცნობია ვინ იყო ეს მოსამართლე" - დასძინა მან.
წულუკიანმა ასეევ თქვა, რომ ამ მოსამართლემ რუსთავი 2–ის საქმეს მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა საქმეებზე ადრე განიხილავს. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა რეალურ სივრცეში წულუკიანის განცხადებას უხერხული უწოდა. ხიდაშელის თქმით, წულუკიანმა უნდა იცოდეს:
"მორიგე მოსამართლე ჰქვია ამ მოსამართლეს, ასე წერია ამ ტექსტში და შუაღამე რომ მიიღებს სტრასბურგის მოსამართლე რომელიმე სასწრაფო საქმეზე გადაწყვეტილებას, იქ დიდი პალატა არ იკრიბება, ასეთი საქმეებისთვის არსებობს მორიგე მოსამართლე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, ვინმე შეცდომაში რომ არ შევიდეს, თითქოს ერთმა მოსამართლემ ერთპიროვნულად გამოიტანა გადაწყვეტილება".
იუსტიციის მინისტრმა განმარტების გაკეთების შემდეგ, ბრიფინგი დატოვა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მეორე დღესვე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები