ირმა სოხაძე ჰომოფობიაზე: იმედი მაქვს, ეს ზიზღი სამარცხვინო გახდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
ქართველი მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულის გარშემო არსებულ დაძაბულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია. ამის შესახებ, ხელოვანმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა.
ირმა სოხაძე ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა, განსხვავებულ ადამიანებს პატივს ბავშვობიდან სცემდა:
"ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს და საშინლად მოსაწყენი იქნება, ყველა რომ ერთნაირი ვიყოთ და ჩვენგან განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა, აბსოლუტურად თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება... ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, ბევრი მათგანი ჩვენზე განათლებულია, რას ნიშნავს ეს არ მივიღოთ?!"
მომღერალი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში ძალადობის მხარეს არ დადგნენ:
"უბრალოდ მინდა ვთხოვო უმრავლესობას, რომლის წევრი ვარ მეც, ყველა პარამეტრით, რომ ვიყოთ უფრო [...] ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნურავიზე ვძალადობთ, ნუ ვესვრით ნურც კვერცხს, ნურც პამიდორს, ნურც ტყვიას და ქვას ხო. არ ვესროლოთ არავის. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ, ეგ არ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ ერთმანეთს ტაბურეტკებითა და ქვებით ვსდიოთ".
ხელოვანისთვის ასევე გაუგებარია სიძულვილი განსხვავებული ადამიანების მიმართ და დასძენს, რომ მართალია არ ესმის ჰომოფობია და აგრესია, მაგრამ მისი აზრით ეს პრობლემა საზოგადოებაში არამხოლოდ ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებობს:
"რატომ გვეზიზღება ეს ხალხი, რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია და საერთოდ არავისთვის არაფერი დაუშავებია? უბრალოდ ასეთია და უნდა რომ ამაზე ლაღად გამოთქვას აზრი. [...] მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში არამარტო ლგბტ თემის მიმართ, ზოგადად, ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანის მიმართ, ვერ ვიტანთ სხვანაირს, ვერ ვიტანთ ჩვენნაირს, ეს ვერატანა გვჭირს ზედოზირებით და მე ამისი გაცილებით უფრო მეშინია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენის. [...] იმედი მაქვს, ეს ზიზღი სამარცხვინო გახდება".
პრაიდის კვირეული
გუშინ, პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრებოდა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.
ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი. თუმცა პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამართალდამცავების ყოფნის მიუხედავად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს კვერცხი მოხვდა, ხოლო ერთ-ერთ სტუმარს დაარტყეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
ფილმის ჩვენების შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს და შესასვლელთან მათ მიკროავტობუსები ელოდებოდათ. ამ ხნის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფების შეძახილები და ბოთლების სროლა არ წყდებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები