ტოიოტა წარმოგვიდგენს სრულიად ახალ ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300-ს
ფოტო: ტოიოტა
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 29-30 ივნისს, ტოიოტა კავკასიამ (TCA) ახალი თაობის Land Cruiser-ის პრეზენტაცია და ტესტ დრაივი გამართა. ჟურნალისტებს გააცნეს ის უპრეცედენტო ცვლილებები, რომელიც ამ მოდელში განხორციელდა. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ საკუთარ თავზე გამოეცადათ LC 300-ის ყველა უპრატესობა.
Toyota Land Cruiser– ის როგორც საავტომობილო ლეგენდის სტატუსი უდავოა. მისი მიღწევების ისტორია 70 წელს და 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის 170 ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით. Toyota ამაყობს იმით, რომ Land Cruiser არის ავტომობილი, რომელიც "ნებისმიერ ადგილას წავა და შინ უსაფრთხოდ და მშვიდად დაგაბრუნებს".
Land Cruiser 300 არის პირველი ახალი Land Cruiser SW (უნივერსალი) 2007 წლის, LC 200-ის გამოსვლის შემდეგ და იკავებს ახალი ფლაგმანის ადგილს SUV კატეგორიაში. ამ მოდელში განხორციელებული ცვლილებები უპრეცედენტოა.
ახალ ლენდ კრუიზერ 300-ში, კიდევ უფრო გაძლიერებულია მისთვის დამახასიათებელი ტოიოტას ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა (QDR) და გაუმჯობესებულია მართვადობა უგზოობის პირობებსა და გზატკეცილზე, რათა ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას მძღოლებმა შეძლონ მგზავრობა მარტივად და კომფორტულად.
LC 300-ში Toyota-მ პირველად გამოიყენა TNGA (Toyota New Global Architecture) პლატფორმის ახალი სახე, რომელიც სპეციალურად ჩარჩოიანი ავტომობილისთვისაა შექმნილი. GA-F პლატფორმა ინარჩუნებს უგზოობაში გამავლობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, ამავდროულად კი აქვს ახალი უპირატესობები კორპუსის სიმტკიცის, სიძლიერისა და დინამიური ბალანსის თვალსაზრისით და ასევე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მართვადობას საფარიან გზაზე მოძრაობისას. ეს ქმნის საფუძველს ახალი ტექნოლოგიების, წონის შემცირების, ავტომობილის სიმძიმის ცენტრის დაწევის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ექსტერიერისა და ინტერიერის ახალი დიზაინის შექმნისთვის.
ავტომობილის ჩარჩო განახლდა წონის დაზოგვისა და სიმტკიცის გასაუმჯობესებლად. საერთო ჯამში ახალი Land Cruiser 200 კგ-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედი. ავტომობილი აღჭურვილია მსოფლიოში პირველი ელექტრონულ-კინეტიკური დინამიური დაკიდების სისტემის (E-KDSS), რაც თვლების ვერტიკალური სვლის ოპტიმალური დიაპაზონის მიღწევის საშუალებას იძლევა, ხოლო საბურავებს კიდევ უფრო კარგი მოჭიდება აქვს გზის უხეშ საფარზე.
ახალი LC300 არის ასევე პირველი Toyota, რომელიც აღჭურვილია 3D Multi-Terrain Monitor-ით, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს რეალურ დროში ადევნოს თვალი გზის ზედაპირს და წინა თვლების პოზიციას. Multi-Terrain Select სისტემა ავტომატურად აფასებს გზის ზედაპირის ხარისხს და რთავს მართვის ყველაზე შესაბამის რეჟიმს.
მოძრაობის დინამიკისა და მართვადობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ახალი V6 ორ ტურბინიანი - 3.5 ლიტრი მოცულობის მქონე ბენზინის და 3.3 ლიტრი მოცულობის მქონე დიზელის ძრავები. ორივე ძრავა ხელმისაწვდომია ახალი 10 – საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც ხელს უწყობს საწვავის მოხმარების და CO2– ის ემისიის შემცირებას დაახლოებით 10%-ით, წინა თაობის მოდელთან შედარებით.
ინჟინერიის მიღწევებს ეხამება ახალი დიზაინი, რომელიც შეესაბამება მოდელის მემკვიდრეობასა და სტატუსს და ამავდროულად გამოხატავს ახალ კონცეფციას - "ფუნქციონალური სილამაზე". Land Cruiser- ის ძლიერი, სუფთა ხაზები ახდენს ყველგანმავალის სიძლიერის და დახვეწილობის დემონსტრირებას.
სალონი აღჭურვილია მაღალი დონის სენსორული მოწყობილობებით, რომლის საშუალებითაც მძღოლსა და მგზავრს შეუძლიათ კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მიუხედავად იმისა, რამდენად უხეშია გზა.
ახალი Land Cruiser ინარჩუნებს ამჟამინდელი უნივერსალის მოდელის ზომებს. შენარჩუნებულია ავტომობილის მთლიანი სიგრძე და სიგანე, შასი და თვლების დაშვებისა და ასვლის კუთხე.
უსაფრთხოების მხრივ მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები, დაწყებული ავტომობილის კონსტრუქციის სიმტკიციდან და რთული მოძრაობის პირობებისთვის ადაპტირებული უსაფრთხოების სისტემებიდან, დასრულებული დამატებითი და განახლებული აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებიც ეფუძნება მეორე თაობის Toyota Safety Sense– ს.
გაიზარდა წინასწარი შეჯახების თავიდან არიდების სისტემის შესაძლებლობა, დაეხმაროს მძღოლს ავარიის თავიდან აცილებაში. ახალი LC300 აღჭურვილია პარკირებისას დამუხრუჭების ახალი სისტემით, რომელიც აღიქვამს დაბრკოლებებს მანქანის წინა და უკანა მხარეს, როდესაც იგი ნელი სვლით მოძრაობს ავტოსადგომზე და უახლოვდება სხვა ავტომობილებსა თუ ფეხით მოსიარულეებს.
ტოიოტაში თვლიან, რომ ლენდ კრუიზერ 300 ღირსეულად აგრძელებს საამაყო მემკვიდრეობას და ეს ავტომობილი ახალი ისტორიის დასაწყისია.
ახალი ლენდ კრუიზერ 300-ის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან:
ტოიოტა ცენტრი თბილისი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ტოიოტა ცენტრი ბათუმი.
თუ გსურთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ LC 300-ის ყველა უპირატესობა, ჩაეწერეთ ტესტ დრაივზე ონლაინ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა





კომენტარები