ცესკოს თავმჯდომარეობა "ოცნების" ყოფილ წევრს სურს, რომელმაც პარტია 20 ივნისის გამო დატოვა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ქართული ოცნების ყოფილი წევრია, რომელმაც პარტია გავრილოვის ღამის გამო დატოვა. ამის შესახებ დღეს ცესკოს წევრების და თავმჯდომარის შესარჩევ გასაუბრებაზე თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ვილი პაჭკორიამ, პოლიტიკური მიკერძოებულობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა, მას ჰკითხა, ჰქონია თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან პირდაპირი ან ირიბი, ადამიანური, ფინანსური კავშირები.
"მქონია, რასაკვირველია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანისთვის მინუსია. გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც პარტიულ გამოცდილებას", — განაცხადა საპასუხოდ პაჭკორიამ.
როგორც მან განმარტა, ის იყო ჯერ რესპუბლიკური პარტიის წევრი და დატოვა 2008 წელს, შემდეგ — თავისუფალი დემოკრატების წევრი და 2012 წლიდან უკვე — ქართული ოცნების წევრი. მისი თქმით, ქართული ოცნება გავრილოვის ღამის გამო დატოვა, თუმცა, სხვა პარტიების დატოვების მიზეზები არ დაუსახელებია.
"ქართული ოცნება დავტოვე გავრილოვის ღამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად და, როდესაც მე პარტია დავტოვე, ჩემს განცხადებაში თვალნათლივ ავსახე ის კრიტიკული ხედვები, რაც მე პარტიული მუშაობისას ვიხილე და დავამთავრე ფრაზით — "არა სისხლს, არა ძალადობას", — განაცხადა ვილი პაჭკორიამ.
ამასთან, როგორც მან თქვა, მას პარტიული შეწირულობა გაკეთებული აქვს ქართული ოცნებისთვის 2013 წელს. აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ეს იყო მისი პირადი დანაზოგი, შესწირა საკუთარი სურვილით, რადგან იმედი ჰქონდა, "ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდებოდა და არანაირი ზალდატანება არ ყოფილა".
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ვილი პაჭკორიას 2013 წლის სექტემბერში 5 000 ლარი და 2014 წლის იანვარში 10 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის.
"მე არავისი მტერი არ ვყოფილვარ, არც ახლა ვარ. არაფერი სასაყვედურო წინა მთავრობასთან არ მქონია, არც ახლა მაქვს. მიუხედავდ ჩემი პარტიული საქმიანობისა, იოტისოდენას, რამით რომ ვისარგებლე, თუნდაც ვინმემ დამასაქმა, ვერსად იპოვით", — ამბობს ის.
ვილი პაჭკორია მედიცინის დოქტორია და ამჟამად არის კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი.
ცესკოს თავმჯდომარე და წევრები კომისიამ განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე უნდა აირჩიოს. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ვადა უკვე დასრულდა და დღეიდან კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის კანდიდატების სია ასეთია:
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები
- ვილი პაჭკორია;
- მაია გურამიშვილი;
- გიორგი კალანდარიშვილი;
- ლილი ბეგიაშვილი;
- იმედა კლდიაშვილი;
- გიორგი სანტურიანი;
- ილია ჭანტურაია;
- ბონდო გასვიანი;
- გულნარა გიგიბერია;
- ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძე;
- ლიანა გაბისონია.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატები
- ემზარ კაკულია;
- გია ცაცაშვილი;
- კონსტანტინე ჩიტანავა;
- ლელა ტალიური;
- თამაზ თაყაძე;
- ანა მიქელაძე;
- მერი აფხაზავა;
- მარი კაპანაძე;
- არჩილ მდივნიშვილი;
- გულქანი ქურასბედიანი;
- გიორგი მარსაგიშვილი;
- ქეთევან მიქელაძე;
- ინგა მათიაშვილი;
- მაია ზარიძე;
- თამარა სართანია;
- აკაკი ხუსკივაძე;
- ვალერიან მაისურაძე.
გაიგე მეტი:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები