10 ციფრული ჩვევა, რომლითაც ვხვდებით, რამდენი წლის ხართ
ამ სტატიის წერას რომ ვიწყებდი, გავიაზრე, რომ ძალიან კარგ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ერთი წამით დაფიქრდი, რამდენად წარმოუდგენელი იყო 30 წლის წინ კომუნიკაციის იმხელა მასშტაბები, რამხელაც ახლა გვაქვს. თვითგამოხატვის ციფრული ფორმების სიმრავლემ გარკვეული თავისებურებებიც შექმნა, ყველა თაობამ თავისი სტილი იპოვა ონლაინ სივრცეში და სწორედ ამითაა ინტერნეტი კარგი!
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი უნიკალურია, თუმცა ზოგჯერ სხვადასხვა პრეფერენციებით ვჯგუფდებით და დაახლოებით ერთი ასაკის ხალხს ერთნაირი ონლაინ თუ ოფლაინ ჩვევები გვივითარდება.
სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებდე და ზოგიერთ პუნქტში შენს თავს ამოიცნობდე, იქამდე პატარა ინსტრუქციას გთავაზობ სტატიაში გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირებით:
Generation X: 1965-დან 1980-მდე დაბადებულები
Xennials: 1977-1983 წლებში დაბადებულები
Millennials: 1981-1996.
Generation Z: 1997 და შემდეგ.
Generation Alpha: 2010 და შემდეგ.
1. აბრევიატურების გამოყენება, ანუ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის
ფოტო: Leena Kisonen
მოდი, დავიწყოთ აბრევიატურების შემოკლებით და მივესალმოთ Gen Z-ს და Gen Alpha-ს. რა საჭიროა გრძლად წერა, როცა შეგიძლია რამდენიმე სიმბოლოთი გააგებინო ადამიანს სათქმელი. Gen-Z-სა და Gen Alpha-ს მემკვიდრეობით გადმოეცათ ხშირად გამოყენებული სიტყვების შემოკლების უნიკალური ლექსიკონი. ძირითადად ესენია:
LOL - Laughing Out Loud - ამან სიცილის ემოჯიც ჩაანაცვლა რაღაც პერიოდის განმავლობაში
WTF - What The Fuck
NVM - Nevermind
TBH - To Be Honest
IDK - I Don’t Know
STFU - Shut The Fuck Up.
სხვა თაობები დიდად არ არ წყალობენ სიტყვებისა და წინადადებების შემოკლებებს და ხშირად ისე წერენ, როგორც საუბრობენ, ანუ სრულად. ზოგიერთებს არც მძიმეების გამოყენება ავიწყდებათ, მიმოწერაშიც კი.
2. კონკრეტული Emoji-ები და ზოგადად, ემოჯის გამოყენების სიხშირე
არ გაგიკვირდებათ და ემოჯიებით კომუნიკაცია Gen Z-ს და Gen Alpha-ს აქვთ ყველაზე კარგად ათვისებული და ყველაზე მრავალფეროვნად ისინი იყენებენ.
მაგალითად, ამ ემოჯიებიდან 3-4 ცალს მაინც ყოველდღიურად იყენებს ზემოთხსენებული თაობების სტანდარტული წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენებს — კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მაინც.
Gen Z & Alpha თაობებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიცილის სტანდარტულ ემოჯის თავი აარიდონ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო სიცილის ეს სახეობა:
ასევე ამ თაობებში პოპულარულია ქვეყნებისა და უმცირესობების დროშები, ცისარტყელა და საუბრისთვის თემატური სიმბოლოები. მაგალითად, თუ ლაპარაკობთ ცხოველებზე, შეიძლება ჩატს უეცრად სპილოებმა, მარტორქებმა და ჟირაფებმა გადაუარონ.
მესენჯერის გარდა სხვა საკონტაქტო პლატფორმებს: Whatsapp, Viber, Telegram, Signal – უმეტესად მილენიალები და Gen Z-ის წარმომადგენლები წყალობენ. თუ Viber-ს იყენებ მეგობრებთან მიმოწერისთვის, მაშინ სტიკერებით შეგიძლია შენი უნიკალური "ხმის" პოვნა. კრედო ბანკმა ცოტა ხნის წინ ვაიბერისთვის ქართული სტიკერების ნაკრები შექმნა, რომელიც ემოციების გამოხატვაში და სიტყვების დაზოგვაში დაგეხმარება.
3. თუ ამ ემოჯის იყენებ, სავარაუდოდ, შევარდნაძის ხელისუფლებაც გემახსოვრება
ფოტო: Nick Kelly
Generation X-სა და მილენიალების ერთ ნაწილს ემოჯიების გამოყენება დიდად არ უყვარს, თუმცა ამ თაობებს მაინც აქვთ საყვარელი ემოჯი — აი, ის ემოჯი, სიცილისგან რომ ტირის. თუ არ იცოდი, გეტყვი, რომ 1997 წელს შემდეგ დაბადებული ადამიანები ამ ემოჯიზე დიდად არ გიჟდებიან.
კიდევ ერთი სასაცილო ფაქტი ისაა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს ხანდახან ეს ემოჯი ტირილის ემოჯი ჰგონიათ, ამიტომ, შეიძლება ნახოთ ასეთი კომენტარიც:
ასევე მილენიალები იყენებენ გულს, ძირითადად წითელს. ზოგჯერ კი შეიძლება რომელიმე სპეციფიკური ემოჯი აიკვიატონ და ყველგან ეგ წერონ.
4. ვინ აჰაჰავებს, ალავებს, აქეარებს და ალაიქებს?
იყო ისეთი პერიოდი ჩვენს ციფრულ არსებობაში, როცა ფეისბუქზე მხოლოდ ლაიქის ფუნქცია გვქონდა და ჩატებში საერთოდ რეაქცია არ არსებობდა. რეაქციები არც ისე დიდი ხანია, რაც დაემატა ფეისბუქს, თუმცა ახლა უკვე რთული წარმოსადგენია ცხოვრება მხოლოდ ლაიქით.
ყველა ასაკისთვის საერთო ფავორიტი რეაქცია — haha არის, თუმცა სხვა რეაქციებს სხვადასხვა თაობა განსხვავებული აზრით იყენებს.
1997 წლის შემდეგ დაბადებულების საყვარელი რეაქთი Care-ა.
მონატრებული საყვარელი ადამიანების ახალ ფოტოებზე ხშირად Care ან Heart რეაქციები ჭარბობს, ხოლო როცა Gen Z-ის ვიღაცის აზრი არ მოსწონს, Sad რეაქთს ტოვებს.
რაც შეეხებათ სხვა თაობებს, მათთვის Like ისევ მყარ პოზიციებს იკავებს, თუმცა Heart რეაქცია ხშირად ტოლს არ უდებს ხოლმე გამოყენების სიხშირით.
5. მაჩვენე, რა სტიკერებს იყენებ და გეტყვი, ვინ ხარ შენ
სტიკერებმა Gen Alpha-ში თავი დიდად ვერ დაიმკვიდრეს და Gen Z-ც მალევე შეეშვა. ვინმე თუ მაინც იყენებს, ესე იგი, რაღაც საყვარელი სტიკერების ნაკრებს მიაგნო და იმაზეა შემჯდარი, თუმცა მალე ეგეც დაავიწყდება.
Gen X-ში ყველაზე მეტად არის გავრცელებული სტიკერების გამოყენება. სტიკერების არჩევანი Gen X-სთვის ულევია. ზოგჯერ იმდენად შეიძლება შეყვნენ პროცესს, რომ ერთ ფოტოზე 20 სხვადასხვა სტიკერი დააკომენტარონ.
6. ყვავილებიანი გიფები
ფოტო: Alexander Yegorov
გიფები ყველაზე მეტად მილენიალებს უყვართ, ჩატშიც და კომენტარებშიც. Gen Z გიფებს მაშინ იყენებს, როცა ტექსტად პასუხის გაცემა ეზარება ან საუბრის დამთავრება სურს.
სხვა თაობებში კი რელიგიური დღესასწაულის აღმნიშვნელი ან "მისალოცი" გიფებია პოპულარული, რომელთა ხარისხი იმდენად დაბალია, რომ ამ სტატიაში ვერ ჩავსვით.
ალბათ, შენც გეყოლება რამდენიმე ნაცნობი ფეისბუქზე, რომელიც წელიწადში ერთხელ ვარდებიან გიფს გიგზავნის.
7. ემოციების გამოხატვის ფორმები
Gen X-ის წარმომადგენლები ემოციებს ძირითადად გიფებით და სტიკერებით გამოხატავენ, თუმცა თუ ემოციურ საკითხზე წერენ, ხშირად იყენებენ მრავალწერტილს, ბევრ ძახილის ნიშანს და ასევე შეიძლება კამათისას უამრავხაზიანი კომენტარი დაამთავრონ ასე: პატივისცემით, თემური. ეს ფაქტობრივად Mic Drop-ია.
ფოტო: Julie Winegard
მილენიალები ემოციებს მძაფრად არ გამოხატავენ. ძირითადი ყურადღება ტექსტზე გადააქვთ და ბოლოს შეიძლება ერთადერთი ემოჯი დაურთონ. შეიძლება ეს ემოჯი უბრალოდ ":დ" იყოს.
Gen Z-ისა და Gen Alpha-ს წარმომადგენლები გადამეტებულად გამოხატავენ ემოციებს: შეიძლება ერთად ბევრი სხვადასხვანაირი გული დაწერონ, ან სპეციალურად არასწორად დაწერონ სმაილები <333333, :dddddddd.
8. რა უყვარს ონლაინ სივრცის უმცირესობას?
ფოტო: Jo Malinis
დიახ, გამოიცანი, ისევ Gen Z-ს ნაწილზე და Gen Alpha-ზე ვსაუბრობთ, რომლებსაც Japanese Influenced სახეები მოსწონთ. მაგალითად: ♡´・ᴗ・`♡ ; UwU; (✿˶˘ ³˘)~♡; ( ˘ ³˘)♥︎( ˘ ³˘)♥︎( ˘ ³˘)♥︎; ≧❀‿❀≦
9. და მიმები?
მიმების ენა ყველაზე მეტად მილენიალებს უყვართ, თუმცა Gen Z-ს მიმებშიც საკუთარი ნიშა აქვს ნაპოვნი. თუ მილენიალებს ისეთი მიმები მოსწონთ, რომლებიც სამყაროს, პოლიტიკას, შოუბიზნესს ეხმიანება, Gen Z ძირითადად იმ მიმებითაა გატაცებული, რომლებიც "მტკივნეულად ნაცნობ" შეგრძნებებს ასახავს. Gen Alpha მიმებს ყოველდღიურ მიმოწერაშიც იყენებს, ხანდახან — ერთსა და იმავე მიმს სხვადასხვა სიტუაციისთვის. სხვა თაობები კი მიმებთან დიდად არ მეგობრობენ.
10. და ბოლოს, ინფორმაციის მოძიების ფორმები
ინტერნეტი თვალუწვდენელი სივრცეა ზღვა ინფორმაციით ნებისმიერ თემაზე, თუმცა ყველამ არ იცის ამ სივრცეში ნავიგაცია. მილენიალებს, Gen Z-სა და Gen Alpha-ს შეუძლიათ ინტერნეტში ბოდიალით 1-2 საათში ნებისმიერი თემის ექსპერტები გახდნენ, Gen X კი ინფორმაციის მოსაპოვებლად საკუთარ ფეისბუქ მეგობრებს ეყრდნობა (ცხადია, გამონაკლისებიც არსებობენ). Gen X-ის წარმომადგენელმა უფრო დიდი შანსია, დედების საერთო ჯგუფში იკითხოს, უნდა აჭამოს თუ არა ბავშვს კურდღლის ხორცი, ვიდრე უბრალოდ დაგუგლოს.
ეს იყო და ეს! იმედია, რამე არ გეწყინებათ ჩემგან და თუ გეწყინათ, გთხოვთ, გაბრაზებულ ემოჯიებს ნუ დატოვებთ სტატიის კომენტარებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები