ციხის კადრების საქმეზე ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ნიკას არხი
ციხის კადრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ჭაკუას 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ასევე უნდა გადაიხადონ 5 000-5 000 ლარი ჯარიმა და 2 წლით და 3 თვით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. ადეიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ე.წ. 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სცნო. კერძოდ, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაცია მტკიცებულებებზე
პროკურატურის ინფორმაციით, ციხის კადრებთან დაკავშირებით მოვლენები ასე ვითარდებოდა:
- "2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა, გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით;
- ამის გამო, მან 17 სექტემბერს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით ჭაკუა დაიბარა;
- თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების 2 თანამშრომელს (მათი ვინაობა ინფორმაციაში მოცემულია ინიციალებით — ბ.ფ. და ლ.ფ., რომლებიც კავშირში იყვნენ ვ.ბ.-სთან) უნდა ეცემათ, დაემცირებინათ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ ამ დაწესებულების პატიმრებისთვის და ეს ყველაფერი გადაეღოთ ვიდეოზე;
- ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო ისე, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა დაბრალებოდა ქართული ოცნებას, რომელიც მაშინ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენდა;
- ამ შეხვედრის შემდეგ დავით ჭაკუამ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლ.ფ. იმავე დღეს დაიყოლია, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა ფარული ვიდეოკამერით გადაეღო;
- პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების ზემოთ ნახსენებ თანამშრომლებს. ციხის უსაფრთხოების უფროსს კი საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება;
- ამავე დღეს დავით ჭაკუამ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე — თითქოს, ქართული ოცნებისგან, გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა;
- მეორე დღეს, 18 სექტემბერს, ზემოთ ნახსენებმა პირებმა ეს დავალება შეასრულეს — №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;
- იმავე დილით ლ.ფ.-მ საზოგადოებას, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა ქართული ოცნების წარმომადგენლების შეკვეთით;
- მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ 2021 წლის 6 ივლისს, პროკურატურის მასალაზე დაყრდნობით, შემდეგი განაჩენი გამოტანა:
- ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
- მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
- დავით ჭაკუა დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
- მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა, საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. 2021 წლის აპრილში მან საქართველოს მოქალაქეობის დატოვება მოითხოვა, რაც მაისში დაკმაყოფილდა. დავით ჭაკუა კი 2020 წელს გერმანიამ საქართველოს გადმოსცა. ორივე მათგანი სხვა საქმეებზეც არის გასამართლებული.
გაიგე მეტი:
- პროკურატურამ დავით ქარსელაძეს, ზურაბ ადეიშვილსა და ედიშერ კობახიძეს ბრალი წაუყენა
- სასამართლომ აკურას ღვინის ქარხნის საქმეზე მერაბიშვილი და ადეიშვილი დამნაშავედ სცნო
- სააპელაციომ მერაბიშვილისა და ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
- ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურა ადეიშვილს ბრალს უყენებს
- ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა განესაზღვრა
- ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- ზურაბ ადეიშვილს კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე 6 წელი მიუსაჯეს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები