პაპუაშვილის აზრით, 5 ივლისს პოლიცია "ადეკვატური რაოდენობის" იყო და "ეფექტურად მოქმედებდა"
ფოტო: შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ გვერდიდან
"პოლიცია იყო ადეკვატური რაოდენობის და ეფექტურად მოქმედებდა", — ასე აფასებს ქართული ოცნების ლიდერი შალვა პაპუაშვილი 5 ივლისის მოვლენებს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე იძალადეს, რაც პოლიციამ ვერ აღკვეთა. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს იყო ტრადიციული სხდომა, სადაც სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და მათ შორის, ბოლო მოვლენები და შს მინისტრის პარლამენტში მისვლა იყო.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ უმრავლესობა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად სწავლობს პირველი ივლისიდან დაწყებული დღემდე და იმედოვნებს, რომ ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შს მინისტრს მიეცემა შესაძლებლობა, ამ საკითხებზე განმარტებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გააკეთა ვრცელი და დეტალური განმარტება, მათ შორის, 5 ივლისზე. ვფიქრობ, ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა, ამის მიუხედავად უმრავლესობა მსჯელობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვიოს პარლამენტში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს განმარტებები“, — განაცხადა მან.
გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, ასევე ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის, ადგილობრივი არჩევნების, პარლამენტის მოსალოდნელი რიგგარეშე სხდომების საკითხებზე.
გომელაურის პარლამენტში დაბარება ჯერ პრაიდის კვირეულის დაწყებამდე მოითხოვა ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა. 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ კი ოპოზიციის მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, შს მინისტრის პარლამენტში დაბარების აუცილებლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა. თუმცა, ჯეჯრჯერობით არ არის დადასტურებული, გომელაური მივა თუ არა პარლამენტში და როდის.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შუეშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგაოდებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები