ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი ჰყავს — ვინ არიან ისინი
ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე გასაუბრებები დასრულდა. კომისიამ ორი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა On.ge-სთან ისაუბრა, კანდიდატებმა სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.
"ვფიქრობთ, რომ არ აკმაყოფილებდნენ მაღალ სანდოობის კრიტერიუმებს, რომელიც არის მოთხოვნილი თავმჯდომარეობისთვის და ვფიქრობ, რომ ისინი ვერ მოიპოვებენ იმ მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი. ისინი ბოლო არჩევნებზე იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს ცესკოში და პირდაპირ ასოცირდებიან იმ ძალიან ბევრ კითხვის ნიშნის შემცველ გადაწყვეტილებასთან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში", — განაცხადა მან.
სიმონიშვილის თქმით, პრეზიდენტს გადაწყვეტილება უკვე გადაეგზავნა. მას სამი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს კომისიის გადაწყვეტილებას. რის შემდეგაც სიას პარლამენტს გადაუგზავნის, ხოლო საკანონმდებლო ორგანო მომდევნო კვირაში იმსჯელებს საკითხზე.
გიორგი კალანდარიშვილს მხარი კომისიის 7-მა წევრმა — არნოლდ სტეფანიანმა, ზვიად გაბისონიამ, სოფიო მიდელაშვილმა, გიორგი იაშვილმა, რევაზ კლდიაშვილმა, შალვა ქურდაძემ და მარინა ჩიტაშვილმა, დაუჭირა. წინააღმდეგი იყო კომისიის 4 წევრი — გიორგი კლდიაშვილი, ნიკოლოზ სიმონიშვილი, თათია ქინქლაძე, ლევან ნატროშვილი.
გიორგი სანტურიანს მხარი კომისიის ექვსმა წევრმა — არნოლდ სტეფანიანმა, ზვიად გაბისონიამ, სოფიო მიდელაშვილმა, გიორგი იაშვილმა, რევაზ კლდიაშვილმა და შალვა ქურდაძემ, დაუჭირა. წინააღმდეგი იყო კომისიის 5 წევრი — გიორგი კლდიაშვილი, ნიკოლოზ სიმონიშვილი, თათია ქინქლაძე, ლევან ნატროშვილი, მარინე ჩიტაშვილი.
On.ge-მ ერთად შეაგროვა ის ინფორმაცია, რომელიც კანდიდატების ბიოგრაფიის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გევრდზეა გამოქვეყნებული:
გიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელია. მას 2019 წლიდან ცესკოში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრის პოზიცია უკავია.
კალანდარიშვილმა სკოლა ქუთაისში 2001 წელს დაამთავრა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებზე. 2004 წელს სტაჟირება გაიარა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მისი თქმით, რამდენიმე თვით გაემგზავრა ბრიტანეთში სასწავლო კურსებზე.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ხოლო 2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, რის საფუძველზეც ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსიც და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე კი იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
გიორგი სანტურიანი
გიორგი სანტურიანიც 2018 წლიდან ცესკოს თანამშრომელია. თავდაპირველად მუშაობდა იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილებაში, 2020 წლიდან კი უკავია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიცია.
მან 2007 წელს ქუთაისის სკოლა დაასრულა და სწავლობდა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, ასევე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებაზე.
2011-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კერძოდ სხვადასხვა პერიოდში იყო ქუთაისის ფილიალის პროექტის იურისტი, ადვოკატი, თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2015-2018 წლებში ფილიალის თავმჯდომარე.
2012-2018 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით.
ცესკოს წევრობის კანდიდატები
კომისიას ასევე უნდა შეერჩია ცესკოს წევრობის 2 ვაკანტური პოზიციისთვის კანდიდატები — თითო პოზიციაზე, მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 2 კანდიდატი. კომისიამ ორივე პოზიციისთვის 5 კანდიდატი შეარჩია — ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.
პრეზიდენტს წარდგენილი კანდიდატების განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა.
2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას მოითხოვდა. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღედრებოა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნებს არ იზიარებდნენ ქართულ ოცნებაში.
საარჩვენო კანონმდებლობის რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 28 ივნისს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები საარჩვენო კოდექსში, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალ წესს ითვალისწინებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები