ძალადობრივი ჯგუფების მიერ აქტივისტების მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ჯგუფების მიერ აქტივისტების მიმართ მუქარაძე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გუშინ, 8 ივლისს ალტ-ინფოს ჩატში ძალადობრივი ჯგუფები აქტივისტებს სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ მათ მიერ პარლამენტთან დადგმული ჯვრის აღების მოთხოვნით აქციის გამართვას აპირებდნენ.
ამ ძალადობრივი მოწოდებების შესახებ On.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ აცნობა და ცდილობდა გარკვევას, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება. უწყებიდან ამ დრომდე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია და გამოძების დაწყების შესახებ მინისტრის კომენტარიდან გავიგეთ.
გომელაურმა განაცხადა, რომ მიმოწერებიდან გამომდინარე რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარეს, რაც შეეხება დაკავების საკითხს, მისი თქმით, ამას პროკურატურა და სასამარლო გადაწყვეტს
"გუშინ რაც გავრცელდა ალბათ ეს მიმოწერები. ამაზე გამოძიება დავიწყეთ, მოვიყვანთ, დავკითხავთ. აქედან გამომდინარე ამას, რა თქმა უნდა, არ წყვეტს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც მინისტრი ამათი დაკავება მოხდება თუ არა. არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო და აქედან გამომდინარე იმსჯელებენ უკვე დასაკავებელი იქნებიან თუ არა ეს ადამიანები. გამოძიებას, რა თქმა უნდა, ჩვენ წავიყვანთ პროკურატურასთან ერთად.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უსაფრთხოდ იყოს ყველა ადამიანი, ყველა ჩვენი მოქალაქე. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ეს რომელი მხარე იქნება, ჩვენთვის მოქალაქე ყველა ერთი და იგივეა", — განაცხადა მან.
გუშინ, 8 ივლისს აქცია-პერფორმანსი დაიგეგმა. კერძოდ, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ დღეს, 9 ივლისს პარლამენტის წინ "სახელმწიფოს პანაშვიდი" გაიმართებოდა. ადგილზე მისულებს ისინი ყვავილების მიტანას სთხოვდნენ, რომელიც მოძალადეების მიერ აღმართულ ჯვართან უნდა დაედოთ. ასევე, ისინი აპირებდნენ, მოეთხოვათ ხელისუფლებისგან, რომ ის ჯვარი აიღონ.
მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და პრორუსული ალტ-ინფოს ტელეგრამ არხში ძალადობის შემცველი მოწოდებები გავრცელდა. ალტ-ინფოს გამომწერები ფიზიკურ ანგარიშსწორებას და თავდასხმას აანონსებდნენ და აქტივისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ღონისძიების გაუქმების მიზეზი ის გახდა, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვა სასიცოცხლო საფრთხეებს შეიცავს.
ჯვარი ძალადობრივმა ჯგუფებმა და საპატრიარქოს სასულიერო პირებმა 5 ივლისს აღმართეს.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები