საქართველოში ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით
ფოტო: ISET
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით.
კვლევის მიხედვით, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის. დედობის შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია კი თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
აქ აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი დედობის შვებულების
ანაზღაურების მიღება ყველა დასაქმებულ ქალს არ შეუძლია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ ქართველი ქალების დიდი ნაწილი არაფორმალურადაა დასაქმებული (დასაქმებული ქალების დაახლოებით 45% არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე მუშაობს), რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება არ აქვთ და, შესაბამისად, არც დედობის შვებულების ანაზღაურების მიღების უფლება.
კიდევ ერთი მიზეზი დამსაქმებლების შეზღუდულ სურვილსა და შესაძლებლობას უკავშირდება, რომ თანამშრომლებს დამატებით გადაუხადონ თანხა, დედობის შვებულებისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული თანხის ზემოდან. იმის გამო, რომ პროფკავშირებს შედარებით დაბალი ძალაუფლება და დაფარვა აქვთ, დედობის შვებულების ანაზღაურება, ძირითადად, დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების მიხედვით, საქართველოში მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ, თავიანთ ქალ თანამშრომლებს დამატებითი თანხა გადაუხადონ კანონით განსაზღვრულ შემწეობაზე.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იმის გათვალისწინებით, საქართველოში დასაქმებული ქალის საშუალო ხელფასი თვეში 822,6 ლარია, ამჟამინდელი კანონმდებლობა ხელფასების ჩანაცვლების მნიშვნელოვნად განსხვავებულ მაჩვენებლებს განსაზღვრავს დასაქმებულ ქალთა სხვადასხვა ჯგუფისთვის. კერძოდ, 100% საჯარო მოხელის შემთხვევაში და, საშუალოდ, 20% სხვა შემთხვევებში, თუ დამსაქმებელი ნებაყოფლობით არ გადაუხდის დაქირავებულს შვებულების დამატებით კომპენსაციას.
კვლევის მიხედვით, ანაზღაურების არსებული ზედა ზღვრის პირობებში, ქალის შვებულების ანაზღაურება, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და საშუალო ხელფასს იღებს, მხოლოდ 1,2 თვის ხელფასის ეკვივალენტურია. თუმცა საჯარო მოხელე ქალი სრულად იღებს 6 თვის კომპენსაციას.
"ეს განსხვავება პოტენციურად უწყობს ხელს დედობის შვებულების ანაზღაურებაში სხვაობის ზრდას და გავლენას ახდენს ქალთა მონაწილეობაზე სამუშაო ძალაში", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები შევიდა, დედობის დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობა გაუმჯობესებას კვლავაც საჭიროებს. ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის 183-ე კონვენციაც — დოკუმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ადგენს.
საქართველოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს. კვლევის ავტორების განცხადებით, ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებაც ქალებისა და კაცებისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას უმეტესად ქალები თმობენ.
"ოჯახის საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაც ძირითადად ქალებს უწევთ, ამიტომ რეპროდუქციულ ასაკში ისინი არაპროდუქტიულ თანამშრომლებად და ნაკლებად მიმზიდველ კადრად განიხილებიან. საბოლოოდ, ეს გარემოებები სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე ნეგატიურად აისახება", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ახალი დირექტივის მიხედვით, ორივე მშობელს, მინიმუმ, 4 თვის ხანგრძლივობის მშობლის ანაზღაურებადი შვებულება უნდა ჰქონდეს, საიდანაც მხოლოდ 2 თვის გადაცემა შეიძლება მეორე მშობლისთვის.
"ევროკავშირის ახალი დირექტივის საფუძველი ისაა, რომ ახალი პოლიტიკა ქალსა და კაცს შორის ბავშვზე ზრუნვისა და საშინაო საქმეებთან დაკავშირებული ვალდებულებების უფრო თანაბარ გადანაწილებას, დედების შრომის ბაზარზე დაბრუნებასა და შრომის ბაზარზე შესვლის პირობების გათანაბრებას შეუწყობს ხელს", — აღნიშნავენ ავტორები.
ისინი მიუთითებენ, რომ მამის მიერ შვებულების გამოყენება ე.წ. დედობის ჯარიმას ამცირებს — ფენომენებს, როდესაც ბავშვის გაჩენის შემდეგ უფრო მეტი ქალი ტოვებს სამსახურს, ვიდრე კაცი. მათივე შეფასებით, მამობის შვებულების გამოყენებამ შესაძლოა, ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებაში სხვაობაც შეამციროს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამად საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასის დაახლოებით 63%-ია, რასაც ნაწილობრივ ქალების მიერ არასრულ განაკვეთზე მუშაობაც განაპირობებს.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები