5 ივლისის შემდეგ სტუდია ლევიოსა თავდაცვის ტექნიკების კურსს იწყებს
პირველი უფასო გაკვეთილი 25 ივლისს ჩატარდება. კურსზე დასწრება მსურველებს დონაციის გაღების საფუძველზე შეეძლებათ.
თუ აქამდე თავდაცვის ტექნიკების შესწავლა აზრად არ მოგსვლიათ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, დიდი ალბათობით, დაგარწმუნებდათ, რომ აღნიშნულ უნარს ნებისმიერი ადამიანი უნდა ფლობდეს. მოძალადის განიარაღება და მოგერიება ხშირად, სამწუხაროდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, სწორედ ამიტომ სტუდია ლევიოსამ გადაწყვიტა, რომ მსურველებისთვის 25 ივლისს, საღამოს 8 საათზე თავდაცვის ტექნიკების პირველი, უფასო გაკვეთილი ჩაეტარებინა.
"5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ Facebook-ის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ძალიან ბევრმა ქალმა იკითხა, თუ სად შეიძლებოდა წიწაკის სპრეის შეძენა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მხარდაჭერისა და პროტესტის გამოსახატად, ჩვენი სივრცე, ცეკვისა და ვარჯიშის გარდა, თავდაცვის ტექნიკების სწავლებისათვისაც უნდა დაგვეთმო. ეს ცოდნა უამრავ სიტუაციაში შეიძლება გამოგვადგეს — მით უმეტეს, როცა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, შესაძლოა, თმის ფერის ან ჩაცმულობის გამოც კი დაგესხან თავს", — ამბობს ლევიოსას დამფუძნებელი თამთა ჯაფარიძე.
პირველი უფასო გაკვეთილის შემდეგ, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავდაცვის ტექნიკების შესწავლა კურსისა და ექსპრეს გაკვეთილების სახით გაგრძელდება. იმისათვის, რომ ამ ძალიან საჭირო უნარების დაუფლება ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, კურსზე ფიქსირებული გადასახადი არ იმოქმედებს და მსურველებს დასწრება დონაციის გაღების საფუძველზე შეეძლებათ.
უფასო გაკვეთილისა და კურსის ფარგლებში მსურველები ისწავლიან თავდამსხმელების მოგერიებისა თუ განიარაღების ტექნიკებს, აგრეთვე, პრაქტიკაში გაითამაშებენ რეალობასთან მიახლოებულ სცენარებს, რაც მათ მეტ თავდაჯერებულობას შესძენს და ფიზიკურად თუ მორალურად გააძლიერებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაცვის ტექნიკებთან ერთად ლევიოსა პირველადი სამედიცინო დახმარების გაკვეთილების დამატებასაც გეგმავს.
გაკვეთილებს საქართველოს, კავკასიისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, გოჯუ-რიო კარატე დოს მთავარი მწვრთნელი ბაკურ გაბუნია ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე, თითოეულ ჯგუფში ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება და ბევრი მსურველის შემთხვევაში, დამსწრეთა უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი ჯგუფები შეიქმნება.
დასწრების მსურველებს გაკვეთილზე ჩასაწერად შეუძლიათ, ლევიოსას Facebook ან Instagram გვერდებზე მისწერონ ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 598 46 22 45.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები