ყველანი წავედით — აშშ-ში Burger King-ის თანამშრომლებმა წერილი აბრაზე დატოვეს
ფოტო: Rachael Flores / Facebook
ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში სწრაფი კვების ცნობილი ქსელის — Burger King-ის ფილიალის აბრაზე ერთ დილით უჩვეულო წარწერა შენიშნეს: "ყველანი წავედით. ვწუხვართ უხერხულობის გამო".
ინტერნეტში მალევე აღმოჩნდა ამის ამსახველი კადრები და ყველა დაინტერესდა, რა იმალებოდა ამ გზავნილის მიღმა. როგორც გაირკვა, წარწერა ამ ადგილობრივი რესტორნის ყოფილმა მენეჯერმა და სხვა თანამშრომლებმა დაუტოვეს ხელმძღვანელობას მას შემდეგ, რაც სამსახურიდან წასვლა ერთად გადაწყვიტეს.
როგორც ყოფილი მენეჯერი რეიჩელ ფლორესი ამბობს, მათი ეს გადაწყვეტილება მენეჯმენტის ზედა რგოლის წევრების დასაცინად გააკეთეს და ვერც კი წარმოედგინათ, თუ ამხელა ყურადღებას მიიქცევდნენ.
რეიჩელ ფლორესი ამერიკულ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას მანამდეც ჰქონდა სხვადასხვა კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ როგორც კი Burger King-ის იმ კონკრეტულ რესტორანში გახდა მენეჯერი, სულ სხვაგვარ უსამართლობას გაუსწორა თვალი.
"ჩვენ უბრალოდ მართლა ძალიან დაგვღალა ხელმძღვანელობამ და ჩვენს დახმარების თხოვნებზე მათ მიერ გამოჩენილმა გულგრილობამ. როგორც კი მენეჯერი გავხდი, კიდევ უფრო შევიშალე: უცებ უამრავი სხვა ახალი უფროსი გამომიჩნდა", — აცხადებს ის.
რეიჩელი სამსახურიდან თანამშრომლების წასვლის კონკრეტულ მიზეზებსაც ასახელებს: შესასრულებელ სამუშაოსთან შედარებით თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა, ზეგანაკვეთური შრომა (მისი თქმით, კვირაში 50-დან 60 საათამდე უწევდათ მუშაობა) და გაუსაძლისი სამუშაო პირობების ატანა — სამზარეულოში გაგრილების სისტემა გაფუჭდა და არავის დაუპირებია მისი შეკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურამ პიკს მიაღწია.
"ის გამოცდილება, რასაც ყოფილი თანამშრომლები აღწერენ, ჩვენი ბრენდის ღირებულებებს არ შეესაბამება. ჩვენი კომპანია შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი რა მომავალში აღარ განმეორდება", — განაცხადა Burger King-ის წარმომადგენელმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები