ასტრონომები კოსმოსის შესასწავლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ
ფოტო: DAVID DVALI
ასტრონომი კევინ შავინსკი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ზემასიური შავი ხვრელების შესწავლას უთმობს, თუმცა მას, სხვა ასტრონომებივით, ძალიან ეზარება უზარმაზარი მონაცემების დამუშავება. მისთვის სასურველი სცენარია, თუ მონაცემებს კომპიუტერი დაამუშავებს, დასკვნებს კი თავად გამოიტანს. სამწუხაროდ, ასტრონომების ძლიერი მხარე სულაც არაა პროგრამირება და მათ ასეთი მანქანის შექმნა არ შეუძლიათ.
ამ პრობლემის გადაჭრა ერთ-ერთმა პროფესორმა გადაწყვიტა და ვირტუალურად "შეახვედრა" ერთმანეთს კევინ შავინსკი და სი ჟენი, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების მეცნიერია. მგონი, ერთმანეთი უნდა გაიცნოთ - ეწერა ელექტრონულ წერილში. მეცნიერებმა ისაუბრეს და დაგეგმეს, თუ როგორ გამოიყენებდნენ ბოლო ტექნოლოგიებს კოსმოსის შესასწავლად. სულ ახლახან კი მათი თანამშრომლობის პირველი შედეგი გამოქვეყნდა: ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომელიც აუმჯობესებს ბუნდოვან, "ხმაურიან" სურათებს კოსმოსიდან.
ეს შეიძლება ასტრონომების საქმიანობის ავტომატიზაციის დასაწყისი იყოს. ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მონაცემების იდენტიფიცირებას, კლასიფიკაციასა და გასუფთავებას. ასეთი ტექნოლოგია მომავალში ასტრონომებისთვის სტანდარტული ციფრული ხელსაწყო გახდება.
საკითხის შესასწავლად შავინსკიმ და ჟენმა შექმნეს ნეირონული ქსელი, რომელმაც დამოუკიდებლად დააგენერირა კატის სურათი. რა თქმა უნდა, ამ პროცესს წინ იმის შესწავლა უძღოდა წინ, თუ კონკრეტულად რა გარეგნული თვისებები აქცევს კატას - კატად.
სისტემას სახელად GAN დაარქვეს (Generative Adversarial Network). თავდაპირველად მას ერთი და იმავე გალაქტიკის ორი სურათი მისცეს: ერთი - ბუნდოვანი, მეორე - დამუშავებული. სისტემამ გაფუჭებული სურათი მაქსიმალურად გამოასწორა ისე, რომ მეორე სურათისთვის დამესგავსებინა. სამუშაოს მეორე ნაწილი კი მიღებულ შედეგსა და თავდაპირველ "ნორმალურ" სურათს შორის განსხვავებების პოვნა იყო. ასე ისწავლა GAN-მა სურათების გასუფთავება.
ამ ტიპის სამუშაოებს ტელესკოპები ვერ უმკლავდებიან, რადგან დეტალების მიმართ საკმარისად მგრძნობიარობას ვერ ამჟღავნებენ. რეალურად, ასტრონომები სულაც არ არიან ვალდებულები, იცოდნენ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი. ამის მიუხედავად, ისინი სულ მალე შეძლებენ, სამუშაოს ყველაზე მოსაწყენი ნაწილი რობოტებს გადაულოცონ.
რისთვის არის ეს ტექნოლოგია კარგი?
სხვა ასტრონომებმა უკვე გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი თავიანთი სამუშაოების შესასრულებლად. მეცნიერებმა ETH ციურიხში, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რადიომონაცემებში დაბინძურება დაამარცხეს. მათ ნეირონულ ქსელს ასწავლეს, როგორ გაეკეთებინა იგნორირება ადამიანების მიერ წარმოქმნილი რადიოსიგნალებისთვის.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე არსებული მონაცემებიდან მეტი ინფორმაციის მიღების შანსს იძლევა. "ჩვენ შეგვიძლია, ძველი დაკვირვებები გავაუმჯობესოთ", - ამბობს შავინსკი.
მანქანების გამოყენება მონაცემების დამუშავებას ააჩქარებს და ასტრონომებს რუტინული საქმისგან გაათავისუფლებს. აქამდე მათი სამუშაოს უმეტესი ნაწილი მოცავდა ერთი და იმავე ტიპის სიგნალების მოძიებას, მაგრამ ამიერიდან პროგრამა თავად გადაწყვეტს, რა უნდა მოიძიოს და როგორ. თუ აღმოაჩენს ახალი ტიპის სიგნალს, მოძებნის ყველა მსგავს სიგნალსაც.
მთავარი მაინც ისაა, რომ ასტრონომების დრო და გონებრივი რესურსები ამიერიდან უფრო მნიშვნელოვან საკითხს მოხმარდება. "ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო კვლევაში შემოიჭრა. ეს აფეთქების დასაწყისია. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაოცებს მე ამ წუთას. ჩვენ მოწმენი ვხდებით იმ გზის ფორმირებისა, რომლითაც სამეცნიერო კვლევებს განხორციელდება მომავალში", - ამბობს შავინსკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები