ღარიბაშვილი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთეს"
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს და და ამბობს, რომ "რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთეს. ღარიბაშვილმა, ასევე, ეკონომიკის შენარჩუნებისთვის ვაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ჩაკეტვის შემთხვევაში ეკონომიკურად გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.
"ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მეორეს მხრივ ეკონომიკის შენარჩუნებისთვის. მეტ დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა, პრევენციული განცხადება გავაკეთო. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით ვალების აღება დასჭირდება. ეს ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას ზოგადად. ძალიან დამძიმდება სიტუაცია. გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ, დაახლოებით, 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონნახევარი მოქალაქის აცრა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ვაქცინები არის ადგილზე იმაზე მეტი, რაც საჭიროა.
"ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით. თუ მთავრობას არ დაუდგა ჩვენი მოქალაქეები, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როცა დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ვაქცინები არის ადგილზე, იმაზე მეტი, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა. მოგეხსენებათ, მილიონ ნახევარი ადგილზეა და მილიონ ნახევარი გზაში არის და შემოვა სულ რაღაც რამდენიმე კვირების განმავლობაში. კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში და ჩავიტაროთ ერთი მარტივი აცრა", — თქვა მან.
20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის, 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები