საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია — კარენ დონფრიდი
ფოტო: senseandsustainability.net
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი, კარენ დონფრიდი აცხადებს, რომ საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. დონფრიდი ამბობს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრული განხორციელებისთვის ძალისხმევას გააგრძელებს.
"დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. გავაგრძელებთ მხარდაჭერას, საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერეზე", — აცხადებს დონფრიდი.
სენატის საგერეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, დონფრიდმა საქართველოს შესახებ, სენატორ რიშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. სენატორი რიში ამბობს, რომ ის და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.
"თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი", — აცხადებს სენატორი რიში.
კარენ დონფრიდი, სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას დაიკავებს. ამ პოსტზე ის პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები