Alt Info-ს ტელეგრამზე ანანია გაჩეჩილაძეს ემუქრებოდნენ, ძალადობრივი არხი კავშირს უარყოფს
ფოტო: Facebook
ჰომოფობიურ და ძალადობრივ Alt Info-ს ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებელ ანანია გაჩეჩილაძეს ემუქრებიან. ძალადობრივი ქმედების ამსახველი კომენტარები პრორუსული Alt Info-ს ტელეგრამ არხზე გავრცელდა, სადაც მათ ანანია გაჩეჩილაძის ადგილმდებარეობა მიუთითეს და წევრებს მოუწოდებენ "ვინც ხართ, თქვენ იცით".
ანანია გაჩეჩილაძე On.ge-სთან ამბობს, რომ გავრცელებული მიმოწერა არ უკვირს და მას 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის გაგრძელებად აფასებს.
"არ მიკვირს, 5-6 ივლისის გაგრძელებაა ცალსახად. სტრასბურგში ჩემი გამარჯვებაც ეტყობა ყელში გაეჩხირათ. აქამდეც ყოფილა, ძალიან ხშირად ქუჩაში ამდევნებიან", — ამბობს გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, გავრცელებული მიმოწერა პირდაპირი სახის მუქარას შეიცავს და პოლიციისთვის მიმართვას აპირებს.
"ერთ საათში, დაახლოებით, მივალ პოლიციაში. რაღაც სახით ფოტოებით იდენტიფიცრება შესაძლებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ეგ მოთხოვნა მაქვს, რომ დააინდეტიფიცირონ ის პირები აუცილებლად", — აცხადებს ის.
ძალადობრივი და ჰომოფობიური მედია Alt Info ირწმუნება, რომ მუქარის შემცველ კომენტართან ალტ ინფოს ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს.
"აღნიშნული ტელეგრამ არხი ღიაა აუდიტორიისთვის და იქ ვიდეოების ქვეშ შეიძლება დააკომენტაროს ნებისმიერმა მომხმარებელმა, ნებისმიერი მის მიერ არჩეული ნამდვილი ან ყალბი სახელით და იქ კომენტარებს ალტ ინფო ისევე ვერ აკონტროლებს, როგორც ფეისბუქზე ან იუთუბზე განთავსებული ვიდეოების ქვეშ მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს", — ნათქვამია ძალადობრივი არხის განცხადებაში.
On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
22 ივლისს აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. GDI-ის ცნობით, რომელიც ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე — გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.
აიისას საქმე
არაეთიკური რეკლამის მიზეზით კომპანიის მფლობელი, ანანია გაჩეჩილაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო აიისას პროდუქციაზე წარმოდგენილი შემდეგი წარწერები და გამოსახულებები: პროდუქტზე დატანილი წარწერა "ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა"; წარწერა "ძლევაი საკვირველი" და გამოსახულება — დიდგორის ბრძოლა; წარწერა "სამეფო კარი თამარში" და თამარ მეფის გამოსახულება; პროდუქტზე დატანილი ვიზუალი — ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ "მაკურთხებელ მარჯვენად" შერაცხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახი დაცინვა იყო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები