მერიის შესყიდვები კონკურენციის გარეშე - 638 ათასი მხოლოდ ერთ კომპანიას
ფოტო: On.ge
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 26 მაისის ღონისძიებისთვის განკუთვნილი ორდონიანი სცენის მოსაწყობად, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით 19 მაისს გააფორმა შპს ლენ & კომპანიასთან. 2 წელიწადში ამავე ფირმასთან გაფრომებული მსგავსი ხელშეკრულებების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
კონტრაქტის მიხედვით, მერიამ კონტრაქტორ კომპანიას 97 779 ლარი უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულებას ხელს თბილისის მერის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი აწერს. შპს ლენ & კომპანის მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეები გელა ლოლაძე და ლაშა ჯიქია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიას მსგავსი მომსახურეობის შესაძენად ხელშეკრულებას ტენდერის, ანუ კონკურენციის გარეშე უფორმებს.
კონკურენციის გარეშე დახარჯული 638 000
თბილისის მერიას შპს ლენ & კომპანიასთან 2014 წლის 31 ოქტომბრიდან დღემდე, 2016 წლის 19 მაისის ხელშეკრულების ჩათვლით, ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით, გაფორმებული აქვს 638 000 ლარამდე ღირებულების 9 ხელშეკრულება. ყველა მათგანი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის სასცენო ინფრასტრუქტურისა და დეკორაციების მოწყობას ეხება:
- საახალწლო ღონისძიებისთვის სცენის მოწყობა. დეკემბერი, 2015 - 123 000 ლარი.
- სასცენო დეკორაციები, მათ შორის გასაბერი დირიჟაბლისა და მანათობელი ბურთებისთვის. დეკემბერი, 2015 - 169 400 ლარი.
- საახალწლო ჯიხურების მორთვა-აღდგენა. დეკემბერი, 2015 - 4 999
- 26 მაისი ღონისძიების სცენის დეკორაციები, 2015 წლის მაისი - 29 500 ლარი.
- ახალი წელი 2015-ის ღონისძიებაზე სცენის გამათბობელი. დეკემბერი, 2014 - 6 000 ლარი.
- ახალი წელი 2015-ის ღონისძიებაზე საგრიმიროებს, სცენას და კულისებს შორის ტერიტორიის შეფუთვა. დეკემბერი, 2014 - 34 920 ლარი.
- ახალი წელი 2015-ის ღონისძიებისთვის სცენა და სასცენო დეკორაციები. დეკემბერი, 2014 - 159 515 ლარი.
- 2014 წლის 2 ნოემბერს წმინდა ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების სცენით უზრუნველყოფა - 12 800 ლარი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასადგამი სცენის მაკეტი 26 მაისის ღონისძიებისთვის.
შპს ლენ & კომპანისთან თბილისის მერიას ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის პირობებში, 2013 წელს, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების სცენებისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დეკორაციების მოწყობისთვის, 2 ხელშეკრულებაში, პირდაპირი შესყიდვის წესით, გადახდილი აქვს ჯამში 196 500 ლარი.
რა შემთხვევაშია პრობლემური ბიუჯეტის ხარჯვა ტენდერის გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მერიას კანონი აძლევს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, სულხან სალაძე, აღნიშნულს პრობლემად რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევს.
სულხან სალაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მთავარი მიზანია, რომ ბიუჯეტის თანხები დაიხარჯოს რაციონალურად, შესყიდვები უნდა განხორციელდეს იმ მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციას კომპანიებს შორის. რაც შეეხება პირდაპირ, გამარტივებულ შესყიდვას ტენდერის გარეშე, ეს უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და არა - ნორმა:
"თუ დავსვამთ კითხვას, კონკრეტულ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით სცენის მოწყობა განვიხილოთ თუ არა გადაუდებელ აუცილებლობად, ცხადია არა იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 2016 წლის 26 მაისს მოხდებოდა ისევე, როგორც წინა წლებში, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. ბუნებრივია, თბილისის მერიას თავისუფლად შეეძლო შესყიდვების გეგმაში თავიდანვე გაეთვალისწინებინა მსგავსი შემთხვევა".
ეს შეიძლება იყოს გარკვეული წინაპირობა კორუფციული გარიგებების, ასევე პირადი მოტივებით რომელიმე დაინტერესებულ ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმების
როგორც იურისტი განმარტავს, გადაუდებელი შემთხვევაა, მაგალითად, სტიქიური უბედურების შემდეგ აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა, რა დროსაც, სამუშაოები დაუყონებლივ არის ჩასატარებელი და ტენდერის ჩატარება, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს მონაწილე კომპანიებისთვის, არარელევანტური იქნება.
სულხან სალაძის თქმით, პრობლემურია ისეთი სერვისის, ან პროდუქციის შეძენა, რომლის დაგეგმვაც ადრე შეიძლება და რომლსი ღირებულებაც, ათეულობით ათას ლარს აღწევს:
"პრობლემურია იმიტომ, რომ ამ ფორმით ამ რაოდენობის თანხაზე პირდაპირი შესყიდვის განხორციელება ამცირებს კონკურენციას კომპანიებს შორის და როგორც მინიმუმ, ჩვენ ვკარგავთ თანხის დაზოგვის შესაძლებლობას, უარეს შემთხვევაში კი ეს შეიძლება იყოს გარკვეული წინაპირობა კორუფციული გარიგებების, ასევე პირადი მოტივებით რომელიმე დაინტერესებულ ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმების. მარტივად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს სუბიექტური გადაწყვეტილების წინაპირობა. გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვა ვერცერთ შემთხვევაში პირდაპირ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ უკეთეს მომსახურებას მივიღებთ პირიქით, ამის ალბათობა აქ ნაკლებია. გამარტივებული შესყიდვა თავისი არსით უნდა იყოს საგამონაკლისო ხასიათის, არც მერიისა და არც რომელიმე სხვა უწყების შესყიდვები, რომელიც დაკავშირებულია 26 მაისთან, ან ახალი წლის ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებთან, არ უნდა ექცეოდეს გამარტივებული შესყიდვების ქოლგის ქვეშ.
მერიის პასუხი
On.ge 24 მაისს რამდენიმე საათი ცდილობდა თბილისის მერიის პრესსამსახურის საშუალებით თბილისის მერის მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილისგან პასუხის მიღებას კითხვაზე, რატომ გააფორმა მან ხელშეკრულება 26 მაისის ღონისძიებისთვის გამარტივებული შესყიდვის წესით, კონკურენტული ტენდერის გარეშე? რატომ არ გამოაცხადა ტენდერი იმ ღონისძიებისთვის, რომლის პროგნოზირებაც თვეებით ადრე იყო შესაძლებელი?
პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. თბილისის მერიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მას დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები