კაცებს დაეწერათ ნოველები, არ აღმოჩნდა სწორი გზა — The Body Shop ბოდიშს იხდის
რამდენიმე დღის წინ The Body Shop-მა "ქალების გაძლიერებაზე" წიგნი გამოსცა, რომლის 7-ვე ავტორი კაცია. წიგნს სახელად შეიყვარე თავი შენი ჰქვია. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მისი მიზანი ქალთა გაძლიერება და სტანდარტებისგან გათავისუფლებაა და მასში 13 ქალის რეალური ისტორიაცაა მოცემული.
კომპანიის ინიციატივას, რომ 7-დან არც ერთი ქალი ავტორი არ ჰყავდა წიგნს, რომელიც ქალების პრობლემებს და გაძლიერებაზე უნდა ყოფილიყო, კრიტიკა მოჰყვა. ამაზე საპასუხოდაც ორგანიზაციამ თავდაპირველად განმარტა, რომ მათი მიზანი იყო კაცებს ქალების ადგილას წარმოედგინათ თავი. მოგვიანებით მათ პოსტი წაშალეს, დღეს კი ბოდიში მოიხადეს:
"გულწრფელად ვწუხვართ, რომ პროექტის ერთ-ერთი იდეა, კაცებს დაეწერათ ნოველები, არ აღმოჩნდა სწორი გზა ჩვენი სათქმელის გადმოსაცემად. ჩვენი მიზანი იყო დაგვეწყო ამ თემაზე ფიქრი და დისკუსია არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც".
კომპანია აცხადებს, რომ მათი პროექტის მიზანი ქალების ისტორიების გავრცელებაა და აპირებენ, რომ დაწყებული პროექტი ბოლომდე მიიყვანონ:
"არაერთი გულშემატკივრისგან მოვისმინეთ განსხვავებული აზრი და შენიშვნა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ კომუნიკაციის სწორი ფორმა ვერ შევარჩიეთ".
წიგნის ავტორები არიან გიორგი კეკელიძე, ბასა ჯანიკაშვილი, დათო გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი შამათავა, გია მურღულია და ტორესა მოსი.
კრიტიკას წიგნის ავტორების ნაწილი გამოეხმაურა, ტორესა მოსიმ და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ განაცხადეს, რომ პროექტს კარგად არ იცნობდნენ.
წიგნის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაშიც დაადანაშაულა. ამის შესახებ სხვადასხვა ჯგუფში წარსულში არაერთხელ დაწერილა, თუმცა ქალებმა საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის ერთ-ერთი იყო იმ 7 კაცი მწერალიდან, რომელსაც "ქალების გაძლიერებაზე" წიგნი დააწერინეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები