საია: 2015-16 წლებში ხშირად ირღვეოდა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
ფოტო: საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში საქართველოში ხშირად ირღვეოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. საიამ კვლევა სახელწოდებით სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი 38 პირის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებსა და დაკავების პრაქტიკაზე დაყრდნობით მოამზადა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია მშვიდობიანი შეკრების უფლება, მისით სარგებლობა პრაქტიკაში კვლავაც სირთულეებს უკავშირდება. ამასთან, დღემდე შენარჩუნებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა იმ ფორმით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის პრინციპს და საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას. ამ ფონზე, შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არამიზნობრივ გამოყენებას, რაც ეროვნული სასამართლოების მხრიდან სათანადო კონტროლისა და სამართლებრივი შეფასების მიღმა რჩება," - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
საიამ კვლევის დროს შემდეგი პრობლემები გამოკვეთა:
- შეკრების უფლების დარღვევის ფაქტები ხშირია;
- შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ქმედებები კონტროლისა და სამართლებრივი შეფასების მიღმა რჩება;
- შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე პოლიცია და სასამართლო არ ხელმძღვანელობენ საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტებით.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ საქმიანობაში არ იცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს;
- აქციის მონაწილეების ნაწილის მიმართ კანონთან შეუსაბამო საფუძვლით გატარებული ზომები ფაქტობრივად აქციის მთლიანად შეწყვეტას იწვევს;
- სასამართლო ადმინისტრაციული გადაცდომის ფარგლებს ძალიან ფართოდ - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების საწინააღმდეგოდ განმარტავს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს წარმომადგენლები შეკრების გამართვის ადგილის შეზღუდვას სათანადო დასაბუთების გარეშე მიიჩნევენ კანონიერად;
- სასამართლო სამართალდარღვევის დადასტურებას ახდენს ისე, რომ არ ამოწმებს პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, ან თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს;
- პოლიცია და სასამართლო არ მსჯელობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე;
- ნორმა, რომელიც შენობების ბლოკირებასთან დაკავშირებით აკრძალვას ადგენს, პრაქტიკაში მშვიდობიანი შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ განიმარტება;
- სასამართლო არ მსჯელობს "იერსახის დამახინჯების", როგორც გამოხატვის თავისუფლების კონკრეტულ ფორმებზე და მის თავსებადობაზე კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან;
- პოლიცია არ განმარტავს დაკავების კონკრეტულ საფუძვლებს და ზოგჯერ ადგილი აქვს დაკავების მაქსიმალური ვადის გამოყენებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე;
- პოლიცია დაკავებას იყენებს მაშინაც, როდესაც კანონი ამას საერთოდ არ ითვალისწინებს;
- დაკავების გასაჩივრების პროცედურები პრობლემურია;
- სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას სასამართლო სიტყვიერ შენიშვნას იყენებს იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი;
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები