ტანტა და გრადაცია — Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით
განათლება, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი უნარისა და შესაძლებლობის ადამიანისთვის, სივრცე, რომელიც არ გარიყავს და ადაპტაციაში დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, აგრძნობინებს თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად და ბარიერების გადალახვაში ხელს შეუწყობს — ესაა მისია იმ ორი სოციალური საწარმოსი, რომელიც Social Impact Award 2021-ის ფინალისტებს შორის მოხვდა.
ტანტა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და მათი პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ორიგინალურ ტანსაცმელს ქმნის, გრადაცია კი თერაპიის ცენტრია ლანჩხუთში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარებაზე სპეციალისტების ჩართულობით იზრუნებს.
თერაპიის ცენტრი გრადაცია
ნინო კვიტაიშვილი დაწყებითი საფეხურის მომავალი მასწავლებელია. მისი ოჯახის წევრებიც მასწავლებლები იყვნენ და ბავშვობიდან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, სათანადო ყურადღება მიაქციო თითოეულ მოსწავლეს, მათი უნარებისდა მიუხედავად. იცის, რამდენად რთულია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრობლემებთან გამკლავება და რომ ამას სკოლებში მხოლოდ ერთი სპეციალური მასწავლებელი ვერ მოახერხებს. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა მშობლიურ ლანჩხუთში გახსნას თერაპიის ცენტრი, სადაც გადამზადებული სპეციალისტები ბავშვებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.
ნინო ყვება, რომ ლანჩხუთში მსგავსი ცენტრი არ არის, არც თერაპევტები არიან გადამზადებულები ამ მიმართულებით. რამდენიმე სკოლაში ჰყავთ სპეციალური მასწავლებლები, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გრადაციაში ნინო ABA და Art თერაპიის დანერგვას გეგმავს, ეყოლებათ ლოგოპედიც, სამომავლოდ კი ფიზიოთერაპიას, სენსორულ თერაპიას და სხვა მიმართულებებსაც დაამატებენ.
"როგორც მოვიძიე, ლანჩხუთში ბევრი ბავშვია, რომელსაც თერაპია სჭირდება. გამოკითხვაც ჩავატარე და მშობლებსაც აქვთ ამის სურვილი. მათ თერაპიას სახელმწიფოც აფინანსებს და ჩვენც აუცილებლად გავუწევთ დახმარებას", — ამბობს ნინო.
ნინოს, როგორც მომავალ მასწავლებელს სურს, ბავშვებსაც დაეხმაროს და თვითონაც მიღოს გამოცდილება.
"მინდა ბავშვებს გავუმარტივო კომუნიკაცია და არ იგრძნონ თავი გარიყულად", — ამბობს ის.
ნინოსთვის სოციალური მეწარმეობის განვითარება პრიორიტეტულია. ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ის მაღალ დონეზეა აყვანილი, საქართველოში კი იშვიათია. მისივე თქმით, სოციალური ბიზნესი არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ან მომსახურება უფასო უნდა იყოს. არამედ, საწარმო მომგებიანიც უნდა იყოს და საზოგადოებასაც პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს.
თერაპიის სესიების გარდა ნინო შემოსული თანხით ქალაქგარეთ, ბახმაროში, აბასთუმანში, ურეკსა თუ სხვა ადგილებში ბავშვებისთვის ბანაკის მოწყობასაც გეგმავს. გასვლითი თერაპიებისას ბავშვებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებათ.
ნინო უკვე შეხვდა Social Impact Award-ის მენტორს. მისი თქმით, მენტორმა ზუსტად იმ საჭიროებებს გაუსვა ხაზი, რაც პროექტს გააუმჯობესებდა. მაგალითად, გაიგო, როგორ შეუძლია დამატებითი სახსრების მოძიება.
ტანტა
ტანტას მიზანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. "ჩვენ სსსმ ბავშვების ნახატებს ტანსაცმელზე დავბეჭდავთ. ამავე ტანსაცმელზე იქნება დატანილი სპეციალური QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ემსახურება ჩვენი ბრენდი და რა გამოწვევების წინაშე დგანან სსსმ ბავშვები", — ამბობს ნიკოლოზ ძნელაძე, პროექტის ავტორი.
იდეა მისი მეგობრის შვილიდან წამოვიდა — მასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს და ძალიან უყვარს ხატვა. სწორედ მისი ნახატების ინსპირაციით გადაწყვიტა ნიკოლოზმა საწარმოს დაარსება.
"პროექტი ოთხი თვის წინ წამოვიწყეთ და ოქტომბრისთვის უკვე ვაპირებთ ბაზარზე ჩავუშვათ პროდუქტი. ჩვენი მიზანია, გვყავდეს სსსმ ბავშვების ჯგუფი, რომელიც ხატავს და რომლებსაც ამით შემოსავალი გაუჩნდებათ. გვინდა მათ მოვუწყოთ გამოფენა და საზოგადოებას უფრო ფართო ჭრილში ვაჩვენოთ მათი პრობლემები, ვაჩვენოთ, რომ სოციუმის ჩართულობით ბევრი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება. პირველი იყო ჩემი მეგობრის შვილი, შემდეგ კი ვიმედოვნებ, უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება", — ამბობს ის.
გუნდში ორი ადამიანია, ნიკოლოზი მარკეტინგულ საკითხებზე ზრუნავს, ირინა ციციშვილს კი დიზაინის, გაყიდვებისა და სოციალური მედიის მხარე აბარია. პროექტში აუთსორსზე ჩართულია, ასევე, ტანსაცმლის დიზაინერი და ვებდიზაინერი.
ნიკოლოზი გვიყვება, რომ ტანტას ტანსაცმელი შეიძლება იყიდოს ყველამ, ვისაც სსსმ ბავშვების პრობლემების მოგვარება სურს.
"ამისათვის საჭირო არაა, თავად იყვნენ პრობლემის ნაწილი, მთავარია, ჰქონდეთ მისი გადაჭრის სურვილი. ჩვენ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ჩაერთონ დონაციაში და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ პრობლემების მოგვარებაში", — ამბობს ის.
ნიკოლოზის თქმით, Impact Hub ტანტას ბევრი მიმართულებით დაეხმარა. "გაგვიწიეს კონსულტაციები და ონლაინ რეჟიმში თუ ადგილზე ყოველთვის მზად იყვნენ, რომ აპლიკაცია სრულყოფილად შეგვევსო, ახლა კი პროექტის სრულყოფისთვის მენტორთან ერთად ვმუშაობთ".
ტანტამ საჭირო თანხები მოიძია, პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწია, ახლა კი წინ მთავარი სამუშაოა, რაშიც Social Impact Award-ის ორგანიზატორები ეხმარებიან. ტანტას სამომავლო მიზანია, რომ სსსმ ბავშვები ინტეგრირებული იყვნენ სამხატვრო ჯგუფებში და არ იყვნენ იზოლირებულნი, გაუჩნდეთ შემოსავალი და იგრძნონ, რომ არ აქვს მნიშვნელობა მათ შესაძლებლობებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.
პროგრამა საქართველოში Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თიბისი ამ პროექტით ხელს უწყობს ბიზნესის მხარდაჭერას განვითარების ადრეულ ეტაპზე. Social Impact Award-ი ასევე ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები