მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს — პავილიონისი
ფოტო: DELFI / Domantas Pipas
ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს. პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ძალადობის შესაჩერებლად და აუცილებლად უნდა გამოავლინოს 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში.
"ვიმედოვნებ, მთავრობა ამ რადიკალიზმს შეაჩერებს, 5 ივლისის ძალადობაზე შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს, მოსპობს სიძულვილის ენას და ძალადობას, რომელიც ძალიან შესამჩნევი გახდა. დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, ყველა აზრს პატივს სცემენ, ცდილობენ საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. იგივე ეხება მედიასა და სიტყვის თავისუფლებას — როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას მიიტან, ეს ავტოკრატიაზე მიუთითებს. მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა მიუთითებს, რომ შენ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებისა და კრიტიკის არ გეშინია. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს, გამოავლინოს ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთთან კავშირში არიან", — განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა [მთავარი არხის თარგმანი].
5 ივლისს, როცა თბილისში ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ პოლონელ ტურისტს. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშს "მიუღებელი" უწოდა. მართალია, მან მედიაზე ძალადობა დაგმო, ამის შემდეგ კი კრიტიკული მედია მახათას მთაზე გამართულ საჯარო ღონისძიებაზე არ მიიწვია. მედიის პროტესტის საპასუხოდ, ქართულმა ოცნებამ კრიტიკულ არხებთან კომუნიკაცია შეწყვიტა. 22 ივლისს კი, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. კვლავ უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები