10 ცხოვრებისეული გაკვეთილი ჰარი პოტერიდან, რომელიც ყველა მაგლს გამოადგება
ფოტო: Warner Bros
31 ივლისი ჯადოქრებისა და ჯადოქრობით აღტაცებული მაგლების ცხოვრებაში განსაკუთრებული თარიღია — ამ დღეს დაიბადა ბიჭი, რომელიც გადარჩა და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
გამოგონილმა ჯადოსნურმა სამყარომ რეალური ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი გაკვეთილი მასწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჰარი პოტერი საბავშვო სერიად მიიჩნევა, წლებთან ერთად, ჩემ თვალწინ რამდენჯერმე გაზრდილი ჰარისგან (წიგნების ერთხელ წაკითხვით არ შემოვფარგლულვარ) კიდევ უფრო მეტს ვსწავლობ პრობლემებით სავსე მაგლური ცხოვრების შესახებ.
ეს სტატია ეძღვნება ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უოცნებია, ჰოგვორტსიდან წერილის მიღებაზე
"და შენ,
თუკი
მზადა ხარ,
ჰარისთან
ბოლომდე
დარჩე."
1. ჩვენს პიროვნებას ჩვენი არჩევანი განსაზღვრს
ფოტო: Giphy
ჰარი პოტერში ისტორიას ბედისწერა კი არა — არჩევანი განსაზღვრავს. მაგალითად, ჰარიმ თავად სთხოვა გამნაწილებელ ქუდს გრიფინდორში მოხვედრა, ვოლდემორმა ნევილსა და ჰარის შორის თავად აირჩია ჰარი და ა.შ.
მთელი სერიის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი სირიუსისა და ჰარის დიალოგია, რომლის დროსაც სირიუსი ნათლულს არჩევანის მნიშვნელობას უხსნის. მისი თქმით, სამყარო სიკვდილის მხვრელებად და კარგ ადამიანებად არ იყოფა. თითოეულ ჩვენგანს აქვს როგორც კარგი, ისე — ცუდი მხარე. ის, რაც საბოლოოდ ადამიანის პიროვნებას განსაზღვრავს — არჩევანია.
ვფიქრობ, ეს ის გაკვეთილია, რომელიც მაგლურ ცხოვრებაში გვაიძულებს, საკუთარ თავს ვკითხოთ, ვინ გვინდა, რომ ვიყოთ, რის შემდეგაც სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია.
2. ოჯახი ნათესაურ კავშირზე მეტია
ფოტო: Giphy
მხიარული და მოსიყვარული უისლები, ჰერმიონი და უსაყვარლესი ჰაგრიდი საკმარისი მაგალითია იმისა, რომ ოჯახი ნათესაურ კავშირზე ბევრად მეტია და მისი აღმოჩენა ყველაზე მოულოდნელ დროსა და სიტუაციებში შეგვიძლია. ჰარი პოტერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ადგილს, სადაც თავს დაცულად გრძნობ და ადამიანებს, რომელთაც უანგაროდ უყვარხარ თამამად შეგიძლია ოჯახი უწოდო.
3. მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა სისუსტე არაა
ფოტო: Giphy
7 წიგნის განმავლობაში ჰარი უამრავი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდება და თითქმის ყოველთვის ცდილობს, მათ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. ამის მიუხედავად, ჰარის თითოეული გამარჯვების მიღმა სწორედ მისი მეგობრები დგანან, რომელთა გარეშეც ის ვოლდემორსაც კი ვერ დაამარცხებდა. ჰარი პოტერის სამყარომ ერთგული მეგობრობის ფასის გარდა ისიც გვასწავლა, რომ ხანდახან მარტომ არ უნდა იბრძოლო და მძიმე ტვირთი სხვებსაც გაუნაწილო.
4. არასდროს შეგრცხვეს საკუთარი უნიკალურობის
ფოტო: Giphy
მახსოვს, სანამ ჰარი პოტერს წავიკითხავდი და ჰერმიონ გრეინჯერს გავიცნობდი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი ინტერესები სხვებისთვის დამემალა და ფეხი უმრავლესობის გემოვნებისთვის ამეწყო. ჰერმიონ გრეინჯერი პირველი პერსონაჟი იყო, რომელმაც მასწავლა, რომ გოგოც შეიძლება იყოს ჭკვიანი, მიზანდასახული, ძლიერი, გაბედული და, რაც მთავარია, — გმირი. სხვებს რაც არ უნდა ეთქვათ, ჰერმიონს კითხვების დასმის, საკუთარი ცოდნის წყურვილის, ბიბლიოთეკაში სირბილისა და ელფების უფლებებისთვის ბრძოლის არასდროს ერიდებოდა.
კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელმაც საკუთარი თავის სიყვარული მასწავლა, ლუნაა. ლუნა ლავგუდმა დამარწმუნა, რომ რაც არ უნდა უცნაურად გთვლიდნენ ადამიანები, თუ შენი საქმიანობა და ინტერესები გაბედნიერებს, სხვების აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანი უნიკალურია და ეს უნიკალურობა არავის ხათრით არ უნდა დამალო.
5. ცხოვრება უმძიმესი დანაკარგის შემდეგაც გრძელდება
ფოტო: Giphy
ისტორია დანაკარგით იწყება — პატარა ჰარი ობლდებდა. ისტორიის განმავლობაში ჰარი კიდევ უამრავ ტკივილსა და დანაკარგს განიცდის, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი სირიუსის სიკვდილია. როგორც ყველას, ჰარისაც უჭირს ამ თემაზე საუბარი, ტკივილს გაურბის და ემალება, სხვების თანაგრძნობა აღიზიანებს, თუმცა ფენიქსის ორდენის ბოლოს ლუნასგან მნიშვნელოვან გაკვეთილს სწავლობს: ჩვენი საყვარელი ადამიანები არასდროს გვტოვებენ, მათ უბრალოდ ვერ ვხედავთ. ცხოვრება დანაკარგის შემდეგ განსხვავებულად, თუმცა მაინც გრძელდება. მთავარია, გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ.
6. უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის უნდა იბრძოლო — მაშინაც კი, როცა ეს შენ, ერთი შეხედვით, არ გეხება
ფოტო: Giphy
ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი, რომელიც ჩვენს პრობლემებით სავსე მაგლურ ყოველდღიურობაში გვჭირდება, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაა. ჰარი პოტერის გამორჩეული პერსონაჟები კრიტიკული თვალითა და დაუმორჩილებლობით გამოირჩევიან, რისი მშვენიერი მაგალითიც ფენიქსის ორდენი და ჰარის მიერ ჩამოყალიბებული დამბლდორის არმიაა. მაშინაც კი, როდესაც ჰოგვორტსში ძალაუფლებას ხელში დოლორეს ამბრიჯი იგდებს, მოსწავლეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ამბრიჯის დიქტატურას წინ აღუდგნენ.
უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი კარგი მაგალითი ჰერმიონია, რომელმაც ცეცხლოვან თასში ელფების მონობის შესახებ გაიგო და მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეა ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, ელფების უფლების დასაცავად თავისებური გზებითა და ხერხებით იბრძოდა. ეს მაშინ, როცა ელფების გასაჭირი თავად ჰერმიონს არაფერს ვნებდა.
7. იბრძოლე შენი ოცნებებისთვის
ფოტო: Giphy
ზრდასრული მაგლებისთვის ოცნებებზე უარის თქმა და ყოველდღიური ცხოვრების დინებისთვის მორჩილად მიყოლა, სამწუხაროდ, უცხო არაა. ამ საკითხზე რჩევა ფრედ და ჯორჯ უისლებს უნდა ვკითხოთ. ერთი შეხედვით, უისლების ოინების მაღაზია წიგნში თითქოს მხოლოდ გასართობად გვხვდება, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ტყუპებისგან უნდა ვისწავლოთ, ჩვენი ოცნებების დაფასება და მათთვის ბრძოლაა. მიუხედავად სხვების კომენტარებისა და ეჭვებისა, ფრედსა და ჯორჯს საკუთარი ოცნებისთვის ზურგი არასდროს უქცევიათ და ოინების მაღაზიის გახსნა მაინც მოახერხეს.
8. ოცნებებში გადასახლება და რეალობაზე უარის თქმა გამოსავალი არაა
ფოტო: Giphy
ოცნებების ახდენაზე საუბრისას ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფუჭ ნატვრას აყოლა და რეალობაზე უარის თქმა პრობლემების გადაჭრის გზა ნამდვილად არაა. ამის მშვენიერი მაგალითი მაგიური ნივთი — სილივრუს სარკეა, რომელიც ოცნებებში ცხოვრების საშუალებას გაძლევს. სილივრუს სარკის წინ ჰარი საათებს ატარებდა გარდაცვლილ მშობლებთან ერთად და რეალობისთვის თვალის გასწორება თანდათანობით უფრო უჭირდა. სილივრუს სარკემ გვასწავლა, რომ მიღწევადი ოცნებებისთვის უნდა იბრძოლო, ფუჭ ნატვრას კი რეალობისგან გასაქცევად არასდროს უნდა მიმართო.
9. არასდროს დაკარგო მომავლის იმედი
ფოტო: Giphy
თუ დამბლდორს დავუჯერებთ (და უნდა დავუჯეროთ კიდეც), ბედნიერება ყველაზე შავბნელ დროებაშიც შეიძლება იპოვო — მთავარია, შუქის ანთება არ დაგავიწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის განმავლობაში ჰარი და მისი მეგობრები გამოუვალ სიტუაციებში ხშირად აღმოჩენილან, ერთმანეთს ყოველთვის აძლევდნენ იმედს, რომ მათი ქმედებებით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდნენ. სანამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენთვის და ჩვენ მაგივრად შუქის ანთება არ ეზარებათ, იმედი არ უნდა დავკარგოთ.
10. სიყვარული ყველაზე ძლიერი მაგიაა
ფოტო: Giphy
მიუხედავად უამრავი საოცარი შელოცვისა, ჰარი პოტერში ყველაზე ძლიერი მაგია სიყვარულია. სიყვარულმა ჰარი უამრავჯერ გადაარჩინა: მშობლებმა ჰარისთვის თავი გასწირეს, დედის სიყვარულმა ფილოსოფიურ ქვაში ჰარის სიცოცხლე იხსნა, სევერუს სნეიპის ლილისადმი სიყვარული უამრავჯერ დაეხმარა, მეგობრების სიყვარულმა ოჯახი აპოვნინა, საბოლოოდ კი ვოლდემორის დამარცხების ძალაც მისცა. ეს მაგალითები საკმარისია იმისათვის, რომ დამბლდორის ცნობილ ფრაზას დავეთანხმოთ: "მკვდრები ნუ გეცოდება, ჰარი. ცოცხლები შეიცოდე, ყველაზე მეტად კი ისინი, ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს".
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები