ხელოვნების მუზეუმის მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს — თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ
ფოტო: კულტურის სამინისტრო
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. კიკნაძე Facebook-ზე წერს, რომ ევაკუაციის დოკუმენტი არ არსებობს და ამ ეტაპზე ევაკუაციის დაწყებას დაუშვებლად მიიჩნევს. მისივე თქმით, ევაკუაციის საავტორო პროექტზე ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი მუშაობდა, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები თავად ის, მისი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
"მინისტრმა წულუკიანმა ამა წლის 20 აპრილის დანიშნა ახალი დირექცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის. რადენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით, მოვითხოვე ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე.
ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან "ვუყვარვარ, ახალ დირექტორს უთხრა, "ჩამოალაბორანტებო". მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო. ასევე, პოზიცია შეეცვალათ", — წერს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი.
ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [ კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].
ის, ასევე, წერს, რომ პოზიციების ცვლილების თანახმად, არცერთი მათგანი ევაკუაციის პროცესში ჩართული აღარ იქნება. შესაბამისად, მონიტორინგის საშუალება არ ექნებათ. კიკნაძის ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს: ახალი დირექტორი (პროფესიით — სამართალმცოდნე), მისი ორი მოადგილე — ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი.
"პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი (ფერწერის, გრაფიკის და ქსოვილების შესანიშნავი რესტავრატორების გათვალისწინებითაც კი), ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურია", — წერს ის.
ეკა კიკნაძე, აგრეთვე, ამბობს, რომ ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, მათთვის ცნობილი არ არის.
"ეჭვი მაქვს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხისშემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით. უცნობია კოლექციების განთავსების სქემა. უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი", — აღნიშნავს კიკნაძე.
ამ და სხვა მიზეზების გამო, მას ევაკუაციის დაწყება დაუშვებლად მიაჩნია, სანამ ახალი გეგმა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო არ გახდება და სპეციალისტების შეფასებული არ იქნება.
"საუბარია სხვადასხვა შედგენილობის, სიძველისა და მდგომარეობის (ხშირ შემთხვევაში, უმძიმეს) კოლექციებზე, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილებაა და რომელთა დაძვრისთვის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების არმიაა საჭირო".
ეკა კიკნაძე კოლეგებთან ერთად სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობა გადაწყვეტილების მიმღებთა არაკეთილსინდისიერების ან არაპროფესიონალიზმის მიზეზით არ უნდა დამარცხდეს.
ხელოვნების მუზეუმის დანგრევასთან დაკავშირებით სიუჟეტი თავდაპირველად მთავარმა არხმა მოამზადა. ტელეკომპანია მასალაში კულტურის მინისტრის განცხადებას ეყრდნობა, სადაც ის ამბობს:
"ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან, ვციტირებ, და დანახარჯებთან. მისი გაძლიერება, სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური".
მეორე დღეს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმის შენობის დანგრევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო და მას სიცრუე უწოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები