"ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს" — იოსებ ჭუმბურიძე წულუკიანს მოუწოდებს, რომ "ლიტერა" მწერალთა სახლმა არ ჩაატაროს
ლიტერას კონკურსის ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრი, იოსებ ჭუმბურიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, მოუწოდებს, რომ ლიტერატურული კონკურსი სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ ჩაატაროს, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანია.
"...და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა, რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა", — დასძენს ჭუმბურიძე.
"შესაძლოა, ცუდად ვიქცევი; შესაძლოა, ეს ჯერ პირადად უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა რევერანსების დრო არ არის! ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს", — წერს ლიტერას ჟიურის ერთადერთი წევრი.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდიდან ვიგებთ, სსიპ შემოქმედებითი საქართველო ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. შემოქმედებითი საქართველო "შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს" შესაქმნელად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.
წლევანდელი კონკურსი უკვე არაერთმა ნომინანტმა დატოვა. თავდაპირველად ხელოვანები თეა წულუკიანის ქმედებებს და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს და მის კონკურსს უცხადებდნენ ბოიკოტს, ხოლო მას შემდეგ, რაც ლიტერას ჟიურიში კულტურის სამინისტრომ წევრი დანიშნა, კონკურსი 10-ზე მეტმა ხელოვანმა დატოვა, მათ შორის, მოიხსნა გამომცემლობა ინტელექტის ყველა წიგნი.
ჟიურის 5 წევრიდან 4 მწერალთა სახლმა დანიშნა. ოთხივე მათგანმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა, ოქტაი ქაზუმოვმა და ბელა წიფურიამ ჟიური დატოვა.
On.ge-ის კითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის გაწვევას, კულტურის სამინისტრო აცხადებს რომ "კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და ეს სრულად მწერალთა სახლის პასუხისმგებლობაა".
თავად ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ მისთვის "აუხსნელია, გაუგებარია" და კანდიდატურას ჟიურის პოსტზე არ ხსნის.
მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო კი ამბობს, რომ აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ:
"არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა".
ასევე იხილეთ:
- წულუკიანს არ ვიკადრებ — ტორესა მოსიმ ლიტერას კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა
- ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ — ლიტერას კონკურსიდან რომანი დებიუტანტმა მწერალმაც მოხსნა
- პროტესტი "სამარცხვინო ჩინოსანს" — ლიტერას კონკურსი დიზაინერმა ნატალია ავალიანმაც დატოვა
- მწერლებო, აიმაღლეთ ხმა — ლიტერას კონკურსი ირაკლი კაკაბაძემაც დატოვა
- "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი უსიამოვნოა და საშიში — ლიტერას კონკურსს ეკა ქევანიშვილიც ტოვებს
- ეს ის ხალხია, ვისაც ილიასა და აკაკის პორტრეტების ჩამოხსნა არ გაუპროტესტებია — ჭუმბურიძე
- ლიტერას ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი დარჩა
- ლიტერას კონკურსის 100-მდე მონაწილე თეა წულუკიანს ჟიურის წევრის უკან გაწვევას სთხოვს
- "მიუღებელია" — მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო ლიტერას ჟიურიში იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნაზე
- არ ვხსნი, ვრჩები, ვწუხვარ — ჟიურიში მარტო დარჩენილი ჭუმბურიძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები