ღარიბაშვილი: გადახედეთ ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ეკონომიკის ასეთი ზრდა ბევრგან არ არის
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ რეგიონის ქვეყნებსა და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს გადავხედავთ, საქართველოს მსგავსი ეკონომიკური ზრდა ბევრგან არ არის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. მაღალი ტემპი, როგორიც არის ჩვენ ქვეყანაში და გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ, არის კარგი და სასიხარულო ამბავი", — განაცხადა მან.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 18,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12,7% იყო.
როგორც ცნობილია, ზრდის მსგავსი მონაცემი მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ საბაზისო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა — შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9,5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სექტორალურ ანალიზს, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისის თვეში კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი 25,2%-ით, ხოლო იმპორტი 18,9%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,7%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის ივნისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 13,3%-ით, 4 883-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 37,5%-ით 9,1 მილიარდ ლარამდე მოიმატა.
ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ ივნისში წიური ინფლაცია 9,9%-იყო. უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო მერე კვარტალში 29,8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება პროგნოზებს, მთავრობამ უკვე დააკორექტირა ბიუჯეტი, რომელიც მიმდინარე წელს ეკონომიკის 7,7%-იანი ზრდის მოლოდინზეა აგებული. წელს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-ით ზრდას ელოდება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის მოლოდინების გამართლება ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვასა და პანდემიის მართვაზე იქნება დამოკიდებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები