ძმათა სასაფლაოზე მისულმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი არ სურს, თუმცა მაინც ისაუბრა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ დაღუპულ გმირთა წინაზე ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ მაინც თქვა, რომ პასუხისმგებელი წინა ხელისუფლებაა, თან ისე, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებს არ უკითხავთ.
"13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენ ვუსამძიმრებთ ყველას, მთელს საქართველოს, ჩვენს ხალხს. ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე, მათი ხსოვნის და ოჯახების წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გაწირეს თავი ჩვენი სამშობლოს დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. მართლაც ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა, მათი მშობლები.
კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ მძიმე ტკივილი და მოუშუშებელია ეს იარა, რომელიც აგვისტოს ომმა ჩვენ მოგვაყენა ყველას ერთად, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია, ტერიტორიების 20% არის მითვისებული და ოკუპირებული რუსეთის მიერ.
მე აქ გარდაცვლილთა ოჯახების, ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის თაობაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს ქართველ ხალს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, არასოდეს არ უნდა გამეორდეს არცერთი ხელისუფლებით. ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენინეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და აგრესორებისგან.
მთლიანობაში ჩვენი საერთო საზრუნავი ახლა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ გვაქვს არჩეული პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის წინააღმდეგ, ოკუპაციის დასაძლევად, დეოკუპაციის დასაძლევად. ამას ჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული იმითაც, რომ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, მეტი სირთულეები და ავარიდეთ ომი, ის ნგრევა, რაც მოაქვს ომს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
აგვისტოს ომის მე-13 წლისთავის ღონისძიებები მმართველმა გუნდმა 8 აგვისტოს დაგეგმა. ქართული ოცნების ლიდერებს ომის დაწყების მე-13 წლისთავზე, 7 აგვისტოს, განცხადებები არ გაუკეთებიათ. ამ დღეს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მოხსენიება რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, რეალურად რუსული ჯარი ქვეყანაში 7 აგვისტოს შემოიჭრა, 8 აგვისტოს კი საქართველომ სამხედრო აგრესიას უპასუხა. საერთაშორისო პარტნიორებმა — ევროკავშირმა, მეგობარი ქვეყნების საელჩოებმა და საგარეო საქმეთა უწყებებმა, სენატორებმა თუ ევროპარლამენტარებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები სწორედ 7 აგვისტოს გაავრცელეს.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს და დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა.
ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას. ომის შემდეგ რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული 2 რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და დღემდე ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები.
საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.
გარდა ამისა, რუსეთი დღემდე აწარმეობს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ — კიბერშეტევით, პროპაგანდითა და სხვა ხერხებით საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები