თუ ღია სივრცეში 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. რეგულაცია ძალაში ხვალიდან შევა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
"დღეს ვართ პირბადის გამოყენების 51%-იან გამოყენებაზე. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს ეს მოგვცემს, სულ მცირე, დღიური შემთხვევების 1 000 ერთეულით შემცირების საშუალებას. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე არის ერთ-ერთ მთავარი მექანიზმი", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
საოპერაციო საბჭოს წევრის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევაზე იგივე იქნება, რაც აქამდე — 20 ლარი. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ამ დარღვევის ჯარიმებიც გაუქმდება, ღიბრაძე პასუხობს:
"საქართველოს მთავრობა ჯარიმებს ვერ ჩამოწერს, ეს არის საბოლოო ჯამში პარლამენტის გადასაწყვეტი. უნდა იქნას მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 23 ივნისამდე დამრღვევებისთვის ამნისტიის გამოცხადებას. იმ პერიოდიდან შემდგომ არანაირი განხილვა არ ყოფილა და, ალბათ, არც იქნება. ვნახოთ, შეეტყობა სიტუაციას".
გარდა ამისა, საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამკაცრდება სხვა მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი;
- მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, ქელეხი, იუბილე და სხვა, მსგავსი ღონისძიების მასნპინძლობა. ამ წესის დარღვევისთვის დარბაზის და ობიექტის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორებისას დალუქავენ;
- აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეში ღამის კლუბების ფუნქციონირება და ამ რეგულაციის შესრულება უფრო მკაცრად გაკონტროლდება;
- კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00 საათიდან 5 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს;
- კოვდიგდატანილი პირები, ვისაც აქვს გაკეთებული ერთხელ ვაქცინა გათანაბრდებიან 2 დოზა ვაქცინირებულთან და გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც არის სრულად ვაქცინირებული პირებისთვის.
პირბადეზე რეგულაცია ადრეც მოქმედებდა, ოღონდ ტარება ყველგან სავალდებულო იყო. შეზღუდვა 22 ივნისს საბჭოს გადაწყვეტილებით მოიხსნა. მაშინ პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ძალაში რჩებოდა რეკომენდაცია და ვისაც სურვილი ჰქონდა, უნდა ეტარებინა. ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება სავალდებულო იყო და დღემდე არის.
NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ თუ თუ პირბადის ტარების რიცხვს 95%-მდე გავზრდით, ახალი შემთხვევები 70%-ით შემცირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები