5 მიზეზი, თუ რატომ არის დედის რძე უნიკალური საკვები
ფოტო: shutterstock
შესაძლოა ზრდასრულები გასტრონომიულ პრეფერენციებზე ბევრს ვდაობთ, თუმცა ჩვილობისას ყველას საერთო გემოვნება გვქონდა. ყველას მოგვწონდა, გვიყვარდა და გვჭირდებოდა უნიკალური საკვები — დედის რძე.
იცოდით, რომ ბუნებრივი კვება სასარგებლოა როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვისაც?
ჩვენ გიყვებით იმ 5 მიზეზზე, რომლის გამოც ლაქტაციაზე დაუფიქრებლად დათანხმდებით.
1. დედის რძის შემადგენლობა იდეალურია ბავშვის განვითარებისთვის
ფოტო: Lana Zorina / Dribbble
ის შეიცავს ყველა საჭირო მაკრონუტრიენტს, ვიტამინსა და ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა პატარას, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის.
დედის რძის შემადგენლობა დაახლოებით ასე გამოიყურება:
წყალი — ეხმარება ჩვილს წყურვილის მოკვლაში, ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას;
ცილები — სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების პროტეინები თავის ტვინის, ორგანოების სტრუქტურულ განვითარებას და განმტკიცებას უზრუნველყოფენ;
იმუნოგლობულინი — ებრძვის ორგანიზმში მოხვედრილ ინფექციებს, ბაქტერიებსა და ალერგენებს;
ვიტამინები, მინერალები, ცხიმები — ყველა ის აუცილებელი აქტიური კომპონენტი, რომელიც ჩონჩხის ჩამოყალიბებასა და იმუნურ მდგრადობაზე ზრუნავს;
2. მას ვერ ანაცვლებს ხელოვნური კვება
ფოტო: elang prakoso / Dribbble
განვმეორდეთ, რომ დედის რძე შეიცავს ბავშვის ზრდის, დაცვისა და განვითარებისთვის ყველა აუცილებელ კომპონენტს, ამავდროულად, შიმშილისა და წყურვილის დამაკმაყოფილებელ მაკრონუტრიენტებს. შესაბამისად, შემადგენლობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ "ინგრედიენტთა" სიმრავლე, არამედ კომბინაციის უნიკალურობა. ვთანხმდებით, რომ თუნდაც გამოწველილი დედის რძე, გაცილებით სასარგებლოა ადაპტირებულ ნარევებთან შედარებით, რომელთა შემადგენლობაშიც მწირია იმუნური ფაქტორები.
დედის რძე გაცილებით ადვილად მოსანელებელია ბავშვისთვის, თითქმის არ აღინიშნება მასზე ალერგიული რეაქციები და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, მიღებული სიკეთე გაცილებით მეტია.
დედის რძე იცვლება ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად და კვებიდან-კვებამდე ზუსტად ისე, როგორც ბავშვის მოთხოვნილებაა მოცემულ ეტაპზე. მოკლედ, დედის რძე ნამდვილი მაგიაა.
3. ის ყოველთვის მზადაა
ფოტო: Ewelina / Dribbble
ეს ნახევრად-ხუმრობით, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ დედის რძე არის საკვები, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია, ზოგავს თქვენი ოჯახის ბიუჯეტს, სთავაზობს პატარას სრულფასოვან რაციონს, არ საჭიროებს შეთბობასა და ადუღებას, მარტივად რომ ვთქვათ – სულ მზად არის.
თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, სასურველია ძუძუთი კვება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიწყოს, ექსკლუზიურად, მხოლოდ დედის რძით გაგრძელდეს 6 თვემდე და ამის შემდგომ დაიწყოს ხელოვნური საკვების ჩართვა.
4. გიცავთ რიგი დაავადებებისგან
ფოტო: ციტო
გასაგებია, რომ ჩვილისთვის ძუძუთი კვება "პირველი აცრაა" და იცავს რიგი დაავადებებისგან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედის ჯანმრთელობაში. სრულფასოვანი ლაქტაცია იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან, ამცირებს სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხის სიმსივნის რისკს, ასტიმულირებს საშვილოსნოს ზომის ნორმალურ პარამეტრებში დაბრუნებას, ასევე დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამსუბუქებს ორსულობის შემდგომ დეპრესიას.
5. ქმნის უნიკალურ კავშირს
ემოციური და ფიზიკური კავშირი, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს, ბუნებრივი კვებისას ყველაზე მკაფიოდ ჩანს. თქვენი პატარა თავს მშვიდად, დაცულად და ბედნიერად გრძნობს, თქვენი ორგანიზმი კი დამამშვიდებელ ჰორმონს, ოქსიტოცინს გამოიმუშავებს და დადებითი შეგრძნებებით გავსებთ.
იმისათვის, რომ რძემ უნიკალურ თვისებები შეინარჩუნოს და მეძუძური დედის ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტმა არ შეასუსტოს, სასურველია, პირადი ექიმის რეკომენდაციით, ჩატარდეს კვლევები გადასამოწმებლად.
ფოტო: ციტო
მაგალითად:
D ვიტამინი — ჩვილის ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისა და სიმტკიცისთვისაა აუცილებელი.
B12 — ხელს უწყობს ჩვილის გონებრივ განვითარებას, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებას.
კალციუმი — ზრუნავს მშობლისა და ჩვილის ძვლების სიმტკიცეზე. როგორც თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, ლაქტაციის პერიოდში არასაკმარისი რაოდენობის კალციუმის მიღებისას, დედის ძვლოვანი მასის განლევამ შეიძლება 3-5%-ს მიაღწიოს.
C ვიტამინი — უზრუნველყოფს უჯრედების ჯანმრთელობას, დეტოქსიკაციას, ზრდას. იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციისგან. გახსოვდეთ, რომ მისი გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია და სრულად დამოკიდებულია დანამატებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი კონტროლი.
ფერიტინი — ლაქტაციისას, რკინა ორგანიზმიდან რძესთან ერთად გადის, ამიტომ აუცილებელია, მისი დონის კვლევა და, თუ საჭირო გახდა, ანემიის მკურნალობის დაწყება.
ვიტამინების დეფიციტი ორსულობის შემდგომ ნორმალურია და არ უნდა იწვევდეს შიშს, თუმცა აუცილებელია ყურადღების დროული მიქცევა და შესაბამისი პროცედურების გატარება. რეკომენდებულია კვების რაციონის გამდიდრება რძის პროდუქტით, ბოსტნეულით, ხილით, ხორცითა და ბურღულეულით, დანიშნულებისამებრ — მულტივიტამინების მიღება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საკვები დანამატების თვითნებური მიღება არ შეიძლება, რადგან ვიტამინების, როგორც დეფიციტი, ასევე სიჭარბე — უარყოფითად აისახება დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები