ღიმილიანი სამყარო უკეთესია — გაიცანით ირლანდიელი მოგზაური, რომელიც ნებისმიერ ცხოველს უმეგობრდება
ფოტო: daxon / Instagram
სამეგობროში თუ არა, სანაცნობოში მაინც, ალბათ ყველას გვყავს ისეთი ვინმე, ვინც "ცხოველების მესაიდუმლედ" ითვლება — შეხვედრიდან მალევე ნებისმიერ ცხოველსა თუ ფრინველს ადვილად უმეგობრდება. სწორედ ასეთი ვინმეა ირლანდიელი ალან დიქსონი, რომელიც მსოფლიოში მოგზაურობს და გაკრეჭილ ფოტოებს იღებს ქუოკებთან, აქლემებთან, ზღვის ლომებთან და ნებისმიერ ვინმესთან თუ რამესთან, რასაც ღიმილი შეუძლია.
ფოტოების შეგროვება დიქსონმა 2015 წელს დაიწყო და ახლა უკვე ღიმილიანი სამყაროს მდიდარი კოლექცია აქვს. სურათებს ინტერნეტში ალბათ არაერთხელ გადაწყდომიხართ და გიფიქრიათ, რომ ასეთის გადაღება რთული სულაც არ უნდა იყოს, თუმცა, ალანის თქმით, "სრულყოფილი სელფისათვის ხუთი წუთიდან სამ საათამდე დროც კი შეიძლება დასჭირდეს".
ამიტომ, მოდით, გავიცნოთ ალანი და მისი მეგობრები, რომლებიც გვარწმუნებენ, რამდენი რამ აქვთ ადამიანებსა და სხვა ცხოველებს საერთო: ღიმილი, სახის გამომეტყველება, მხიარულების სიყვარული და სხვა.
1. ქუოკა რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ცხოველია, ეს უკვე გეცოდინებათ, ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, ფოტოებში რომ ასე გულღიად იღიმიან
ფოტო: daxon / Instagram
ფოტო: daxon / Instagram
ფოტო: daxon / Instagram
2. ლემურისთვის უთქვამთ, რომ მასთან გადაღებულმა ფოტომ მხოლოდ 10 ლაიქი მოაგროვა...
ფოტო: daxon / Instagram
3. ეს ბეკეკა, სახელად ნაიჯელი, ქუინსლენდის ფრინველების პარკის მისაღებში დაბორიალობს ხოლმე, მას სტუმრების გამხიარულება ევალება
4. ეს ოთხი თვის მარტია, რომელსაც ავარიაში დაშავების შემდეგ ალბათ ბევრგან ევთანაზიას დაუპირებდნენ, თუმცა, ტაილანდში მას რეაბილიტაციაში ეხმარებიან
ფოტო: daxon / Instagram
5. წვეტებით კი ცოტა უჭირს სხვებთან ურთიერთობა, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერია
6. როგორც იქნა, ოჯახურ ფოტოს არავინ აფუჭებს, მაგრამ ალანი მაინც გამოერია
ფოტო: daxon / Instagram
7. სულაც არაა მძიმე, ღუნღულა და ბედნიერი ბუშტია
8. ჯუნგლის პირველი კანონი: შეინიღბე!
ფოტო: daxon / Instagram
ხორთუმს რას მოუხერხებ, თორემ ტალახში ამოგანგვლას რა უჭირს.
9. ცურვა სულაც არაა რთული სასწავლი, თუკი კარგი ინსტრუქტორი გყავს
10. ალან, უკეთესი ტელეფონი გჭირდება, რომლის კამერაშიც რქები მთლიანად ჩაეტევა
ფოტო: daxon / Instagram
11. ეს ხომ ელემენტარულია, ბაჭია!
12. თვალის ჩაკვრის მასტერკლასი ბეკეკასგან
ფოტო: daxon / Instagram
13. "შენც ფიქრობ, რომ ბოლო აღარ უნდა დამელია, ალან, ხო?"
14. ცხოვრებაში მთავარია სტილისტში გაგიმართლოს
ფოტო: daxon / Instagram
15. ეს კიდევ ერთი ღუნღულა ბუშტი ტყის ხანძრებს გადაურჩა
16. "ყოველთვის მეუბნებოდნენ, მარჯვენა პროფილი უფრო ფოტოგენური გაქვსო"
ფოტო: daxon / Instagram
17. "ალან, მოდი, ვითომ ტიტანიკზე ვართ"
18. "ერთი ამ თავში ჩამახედა, წადი, სამსახური იშოვე, რა გეპოზიორება"
ფოტო: daxon / Instagram
19. "თათი ასწიეთ, ვისაც ამ ფოტოებში ძაღლის არყოფნა გაგიხარდათ"
20. "ორივე თათი ასწიეთ, ვისაც ამ ფოტოებში რაღაც კრუტუნა ცხოველის ყოფნა გაგიტყდათ"
ფოტო: daxon / Instagram
21. "ფიტნესი ჩემი ცხოვრებაა"
22. დაბოლოს — ვინ თქვა, რქაეულები (aka "უნიკორნები") არ არსებობენო?!
ფოტო: daxon / Instagram
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები