ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ
ფოტო: shutterstock
2020-2021 წლების ყველაზე ნეგატიური ფრაზა, მართლაც "თქვენ კოვიდ-დადებითი ხართ" არის, თუმცა ნუ იღელვებთ, პანდემიის მიმდინარეობისას კორონავირუსული ინფექციის მართვის შესახებ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა და თქვენც გიზიარებთ.
რჩევა #1
შეინარჩუნეთ სიმშვიდე. რაც უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, კორონავირუსი აზიანებს ნერვულ სისტემას, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ სიმპტომები ხელოვნურად არ დამძიმდეს (სუნთქვის გაძნელება, შფოთვა, უძილობა).
რჩევა #2
დროულად დაუკავშირდით ჯანდაცვის ცხელ ხაზს და დადექით აღრიცხვაზე. თქვენზე მომაგრებული კოვიდ-თერაპევტი დისტანციურად მეთვალყურეობს ინფექციის მიმდინარეობას.
რჩევა #3
ფოტო: Shutterstock
დადასტურებიდან მე-5-6-ე დღეს პირადი ექიმის რეკომენდაციით, ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები:
კოაგულოგრამა — ზოგადად, ინიშნება სისხლის შემადედებელი სისტემის შეფასების მიზნით.
D-დიმერი — თრომბოზის გამოსარიცხად ინიშნება. D-დიმერის ტესტის უარყოფითი შედეგი გამორიცხავს ფილტვების მწვავე ემბოლიასა (PE) და ღრმა ვენების თრომბოზს (DVT). დადებითი პასუხი კი საჭიროებს დამატებით ინსტურმენტულ კვლვებს თრომბოზის დადასტურების მიზნით.
C რეაქტიული ცილა — ინფექციური და ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის და შესაბამისი მკურნალობის ადეკვატურობის მონიტორინგისთვის. მომატებული მაჩვენებელი ანთებითი პროცესის ნიშანია.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ექიმის განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას.
რჩევა #4
დააკვირდით სიმპტომატიკას. მაშინ, როდესაც მკურნალობას თერაპევტი თქვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეგმავს, აუცილებელია იცოდეთ შემდეგი მაჩვენებლები: პულსი, წნევა, სხეულის ტემპერატურა. პაციენტებისთვის, რომლებსაც სუნთქვის გაძნელება აქვთ, სასურველია, წუთში სუნთქვის რიტმის დათვლა.
რჩევა #5
ფოტო: shutterstock
მიიღეთ ბევრი სითხე. თუ დიარეა, ოფლიანობა, სხეულის მაღალი ტემპერატურა გაწუხებთ, თქვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ამიტომ განსაკუთრებით აუცილებელია წყლის ბალანსის აღდგენა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
რჩევა #6
გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ის წმენდს ფილტვებს და აუმჯობესებს ჟანგბადის მიმოცვლას. ფილტვის ქვედა ნაწილის გაფართოება იქ არსებულ ლორწოს გამოდევნის.
სუნთქვითი ვარჯიშები შესაძლოა იყოს:
• ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით, ხუთი წამით სუნთქვის შეკავება და პირით ამოსუნთქვა. შემდგომ პირით ჩასუნთქვა და ცხვირით ნახშირორჟანგის გამოდევნა. შეასრულეთ ვარჯიში აუღელვებლად, მხოლოდ 5 ჯერ.
• ბუშტის გაბერვა — წინააღმდეგობის დაძლევა სუნთქვით, აფართოებს გულ-მკერდს და ხსნის მის შესაძლო სიმჭიდროვეს.
რჩევა #7
იმოძრავეთ, აუცილებლად იმოძრავეთ. შეუწყვეთ ხელი თქვენს ფიზიკურ აქტივობას, იცეკვეთ, იარეთ, გააკეთეთ ნელი ჩაჯდომები. როდესაც ახლობლები მოსაკითხად დაგირეკავენ, ეცადეთ, საუბრისას იაროთ.
ნუ გადაიტვირთავთ თავს, რათა თავბრუსხვევა ან სისუსტე არ განგივითარდეთ.
რჩევა #8
ფოტო: shutterstock
მაღალი ტემპერატურის (38C და ზემოთ) შემთხვევაში, მიიღეთ იბუპროფენი ან პარაცეტამოლი. თუ აღნიშნული სიმპტომი მედიკამენტს არ დაექვემდებარა, შეატყობინეთ თერაპევტს.
რჩევა #9
დაიცავით იზოლაციის წესები. გაითვალისწინეთ, პროტოკოლით დადგენილი იზოლაციის პერიოდი, დადებითი პასუხის დაფიქსირებიდან, 14 დღეა.
ნუ შეუქმნით გარშემომყოფებს საფრთხეს.
რჩევა #10
გილოცავთ, 14 დღის გასვლის შემდგომ თქვენი ორგანიზმი სრულად დატოვა კოვიდ-19-მა. სულერთია რას აჩვენებს ტესტი. რეალურად სიმპტომების ნაწილის ან კოვიდ-დადებითობის მაჩვენებელი შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. იზრუნეთ საკუთარ თავზე, სხვების უსაფრთხოებაზე, განაგრძეთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში და დაიცავით გავრცელებული რეგულაციები.
ფოტო: ციტო
თუ კოვიდ-19-ის სიმპტომები გაქვთ, ბინაზე გამოიძახეთ ლაბორატორია და ჩაიტარეთ ტესტირება სწრაფი ან PCR მეთოდით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები