ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული გოგონას გამოსვლის ტექსტი ქართულ ენაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/Youtube
ინტერნეტში ჩრდილოკორეელი გოგონას საჯარო გამოსვლა ვრცელდება. გოგონამ სიტყვა "One Young World"-ის ფორუმზე წარმოთქვა. აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს.
23 წლის აქტივისტმა მსოფლიოში ყველაზე ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების წლები გაიხსენა და საზოგადოებას საკუთარი ისტორია უამბო. სიტყვა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ აუდიტორია ცრემლებს ვერ იკავებდა.
ვიდეოს ამჟამად 24 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჩვენ გთავაზობთ გოგონას გამოსვლის ტექსტს ქართულ ენაზე.
"ეს აუცილებლად უნდა შევძლო, რადგან ეს მხოლოდ ჩემი ისტორია არაა. მე იმ ადამიანების სახელითაც ვსაუბრობ, რომელთაც უნდათ, თავიანთი სათქმელი მთელ მსოფლიოს გაუზიარონ.
ჩრდილოეთ კორეა დაუჯერებელი ქვეყანაა. იქ მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხია. ინტერნეტი არაა. ადამიანებს არ აქვთ სიმღერის, გამოხატვის, ჩაცმის და ფიქრის თავისუფლებაც კი.
ჩრდილოეთ კორეა არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არალეგალური საერთაშორისო სატელეფონო ზარის გამო ადამიანებს სიკვდილით სჯის. ჩრდილოეთკორეელები დღეს ტერორის ქვეშ არიან.
ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების წლებში ერთი ისტორიაც კი არ მინახავს ან წამიკითხავს მამაკაცისა და ქალის სიყვარულის შესახებ. არ არსებობს ამ თემაზე წიგნები, სიმღერები, ან ფილმები. ჩრდილოეთ კორეაში არ იციან რომეო და ჯულიეტა. სასიყვარულო ისტორიების ნაცვლად, გვთავაზობენ მხოლოდ დიქტატორების პროპაგანდას, რომელიც ადამიანების ტვინის გამორეცხვას ემსახურება.
მე 1993 წელს დავიბადე და დაბადებისთანავე ტყვეობაში აღმოვჩნდი. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ "თავისუფლებისა" და "ადამიანის უფლებების" შესახებ რაიმეს გავიგებდი. დღეს ჩრდილოეთკორეელები სასოწარკვეთით დაეძებენ თავისუფლებას და ამის გამო იხოცებიან კიდეც.
როდესაც ცხრა წლის ვიყავი, ვნახე, როგორ დასაჯეს საჯაროდ სიკვდილით ჩემი მეგობრის დედა. რა იყო მისი დანაშაული? - ჰოლივუდური ფილმის ყურება.
რეჟიმის სიდიადის ეჭვქვეშ დაყენება შესაძლოა ოჯახის სამი თაობის ციხეში ამოლპობით ან სიკვდილით დასჯით დამთავრდეს.
როდესაც 4 წლის ვიყავი, დედაჩემმა გამაფრთხილა, რომ არც კი მეჩურჩულა, რადგან შეიძლება ჩემი ხმა ჩიტებსა და ვირთხებს გაეგოთ. ხაზგასმით ვამბობ: მეგონა, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ჩემი ფიქრების წაკითხვაც კი შეეძლო.
მამაჩემი ჩინეთში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეიდან გავიქეცით. იძულებული ვიყავი, დილის სამ საათზე ჩუმად დამეკრძალა. ტირილიც კი არ შემეძლო, რადგან მეშინოდა, რომ ისევ ჩრდილოეთ კორეაში დამაბრუნებდნენ.
ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის შემდეგ, ჩინელმა ბროკერმა დედაჩემი გააუპატიურა. მაშინ 13 წლის ვიყავი. თავიდან ჩემი გაუპატიურება უნდოდა. ჩრდილოეთ კორეაში ასეთი გამონათქვამი გვაქვს: ქალები სუსტები არიან, დედები კი - მამაცები. დედაჩემმა მოძალადეს უფლება მისცა, გაეუპატიურებინა, რომ მე გადავრჩენილიყავი.
დაახლოებით 300 000 ჩრდილოეთკორეელი ჩინეთში დაუცველად ცხოვრობს. ქალებისა და თინეიჯერი გოგონების 70% ყოველდღიურად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ მათ 200$-ზე ნაკლებად ყიდიან.
ჩვენ გობის უდაბნოს გავლით მივდიოდით. გზას კომპასით ვიკვლევდით. როდესაც კომპასი გაგვიტყდა, ვარსკვლავებს მივყვებოდით, ვგრძნობდით, რომ მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ ჩვენ გვერდით.
მონღოლეთი ჩვენი თავისუფლების პირველი მომენტი იყო. სიკვდილი ან ღირსება. დანები გვქონდა მომარჯვებული და მზად ვიყავით, ნებისმიერ დროს მოგვეკლა თავი, თუ ჩრდილოეთ კორეაში დაგვაბრუნებდნენ.
ჩვენ ადამიანებივით ცხოვრება გვინდოდა.
ადამიანები ხშირად მეკითხებიან: როგორ უნდა დავეხმაროთ ჩრდილოეთკორეელებს? - ამისთვის ბევრი გზა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სამს გამოვყოფ.
1) მეტი გაიგეთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში და გააგებინეთ სხვებსაც;
2) დაეხმარეთ და მხარი დაუჭირეთ იმ ჩრდილოეთკორეელ ლტოლვილებს, რომლებიც ცდილობენ, რეჟიმს გაექცნენ და თავისუფლება მოიპოვონ;
3) მოსთხოვეთ ჩინეთს, შეწყვიტოს ლტოლვილების უკან გაბრუნება. ჩვენ უნდა შევიტანოთ სინათლე მსოფლიოს ყველაზე ბნელ ადგილას.
ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოეთკორეელების უფლებები. ეს არის ადამიანური უფლებები, რომელთაც დიქტატორები შვიდი დეკადის განმავლობაში ძალადობით ართმევდნენ ხალხს.
ჩვენ გვჭირდება მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა, რათა ჩინეთში გამოქცეული ლტოლვილები უკან არ დააბრუნონ. ამაში საკუთარი წვლილის შეტანა "One Young World"-ის ჩინელ დელეგატებსაც შეუძლიათ.
ჩრდილოეთ კორეა ენით აღუწერელი ქვეყანაა. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შევიწროებასა და ჩაგვრას მისი დაბადების ადგილის გამო.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რეჟიმზე ფოკუსირება და უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მივიწყებულები არიან.
როდესაც სიკვდილის შიშით შეპყრობილები გობის უდაბნოს გადმოვდიოდით, მეგონა, რომ მსოფლიოში არავის ვადარდებდით. მეგონა, რომ მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ ჩვენ გვერდით. თუმცა თქვენ.. თქვენ ყური უგდეთ ჩემს ისტორიას. თქვენ გადარდებდთ ეს ამბავი. დიდი მადლობა."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები