1 000 ლარით დააჯარიმეს ექიმი, რომელმაც პაციენტის პერსონალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში უნებართვოდ გაავრცელა
ფოტო: Pixabay / Pexels
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმი პაციენტის პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროვებისთვის 1 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ექიმის მიერ პაციენტის ნებართვის გარეშე მისი ფოტოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელებას. ინსპექტორის სამსახურსა საკითხის შესასწავლად თავად პაციენტმა მიმართა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის (განმცხადებლის) მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას", — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, პაციენტმა თავდაპირველად კლინიკის მიერ მისი ფოტოს სოციალურ ქსელში განთავსებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით, იგივე ფორმით უარი თქვა ამაზე. ამის მიუხედავად, ექიმმა პაციენტის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია პირად სოციალურ ქსელში განათავსა.
"აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა მინიჭებული (და არც დავალებული) სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, შესაბამისად ის მოქმედებდა სამედიცინო პროცედურების გამწევი კლინიკისგან დამოუკიდებლად", — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.
როგორც უწყებაში ამბობენ, თავად ექიმი აპელირებს იმაზე, რომ პაციენტმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადა ფოტოების გამოქვეყნებაზე. გარდა ამისა, ექიმის თქმით, პაციენტის ფოტოსურათებზე თანდართული ტექსტი არ მიემართებოდა კონკრეტულად ამ პაციენტს და იგი იყო ცხვირის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სტანდარტული სამედიცინო-სამეცნიერო- პოპულარული აღწერა. ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის კიდევ ერთი დარღვევაა:
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს ავალდებულებს დაიცვას მონაცემთა დამუშავების კანონით განსაზღვრული პრინციპი - დაამუშაოს მონაცემთა სუბიექტის ნამდვილი და ზუსტი მონაცემები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ექიმის მიერ პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოზე არსებული ტექსტი არ მიემართებოდა პაციენტს, იგი არ იყო ნამდვილი და ზუსტი".
სახელმწიფო ინსპექტორების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემების დაცვისთვის, ასევე სამედიცინო პროფესიისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის.
"ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების, მათ შორის, რინოპლასტიკის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნების, მით უფრო ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროების საკითხისადმი", — აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები