ქალების ყოველდღიურობად ქცეული 10 რამ, რაზე ფიქრიც კაცებს არ სჭირდებათ
ფოტო: Netflix
სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ქალები, რომელთაც მარტო მგზავრობა ან სიარული აფრთხობთ, თავდაცვის ტექნიკების შემსწავლელი კურსებისა და წიწაკის სპრეის შესახებ დასმული კითხვები — ამ თემებთან დაკავშირებულ ამბებს ქალების დახურულ ჯგუფებში, მედიაში და სამეგობრო წრეებში ძალიან ხშირად ვისმენ. სრულიად უცხო, სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა თუ გამოცდილების მქონე ქალებს მსგავსი სამწუხარო ისტორიები გვაერთიანებს.
ძალადობა, შევიწროება და სტატიაში ჩამოთვლილი საფრთხეები შეიძლება ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს ნაცნობი. მეორე მხრივ, არსებობენ ქალები, რომელთაც ეს ყველაფერი, საბედნიეროდ, არ გამოუცდიათ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ჩამოთვლილი სიტუაციები და პრობლემები უმეტესად მაინც ქალებს აწუხებთ.
გთავაზობთ ქალების ყოველდღიურობად ქცეულ 10 სიტუაციას, რომელზე ფიქრიც კაცებს არ სჭირდებათ:
1. ტაქსიში მარტო ჩაჯდომის შიში
მართალია, ტაქსის აპლიკაციების გადმოწერის შემდეგ სიტუაცია ცოტათი მაინც გამოსწორდა, თუმცა ტაქსიში მარტო ჩაჯდომისას, განსაკუთრებით ღამით, თავს ბოლომდე დაცულად მაინც ვერ ვგრძნობთ. მუდმივად ვაკონტროლებთ გზას, ხშირად ვიმახსოვრებთ მანქანის ნომერს და მძღოლის თანდასწრებით მეგობრებს, მშობლებს ან საყვარელ ადამიანებს ვურეკავთ, რათა მძღოლმა იცოდეს, რომ სახლში გველოდებიან. ტაქსიში მარტო ჩაჯდომის შიში ჩემი ნაცნობ-მეგობრებიდან თითქმის ყველას აქვს, კაცების გარდა.
2. ბნელ ქუჩაზე ყურსასმენები უნდა მოიხსნა და ყურადღებით იყო
რაც თავი მახსოვს, ბნელ ქუჩაზე ყურსასმენების მოხსნა და ყურებდაცქვეტილი სიარული ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მუდმივად განათებულ და ხალხმრავალ ქუჩებს ვირჩევ, თუნდაც გზის დაგრძელება მომიწიოს. სიმშვიდის მოსაპოვებლად კი არაერთხელ დამირეკავს მეგობრებისთვის.
3. ავტოსტოპით მარტო მგზავრობა ან მარტო მოგზაურობა/ლაშქრობა ექსტრემალური სპორტის სახეობაა
ჩემი ძმისა და კაცი მეგობრებისთვის ავტოსტოპით მგზავრობა ან მარტო ლაშქრობა ჩვეულებრივი მოვლენა და სასიამოვნო თავგადასავალია, თუმცა იმავეს თქმა, სამწუხაროდ, ქალებზე არ შემიძლია. წლებია, ჩვენამდე ჩურჩულით აღწევს საშინელი ისტორიები, თუ როგორ გადაურჩნენ ქალები საფრთხეს, როცა, წესით, მარტო მოგზაურობისა და ავტოსტოპით სარგებლობის არ უნდა გვეშინოდეს.
4. მეგობრებისთვის შენი ადგილსამყოფელისა და ირგვლივმყოფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ყოველი შემთხვევისთვის
პირველ პაემანზე წასვლამდე, სხვასთან ერთად მგზავრობისას ან ქუჩაში გვიან ყოფნისას ერთმანეთისთვის ჩვენი ადგილსამყოფელის ან ირგვლივმყოფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უსაფრთხოებისთვის მიღებული ერთ-ერთი პირველი ზომაა. რა თქმა უნდა, დატენილი მობილური და უსაფრთხოების აპლიკაციებიც აუცილებელი მოთხოვნაა.
6 უფასო აპლიკაცია გოგოებისთვის, რომლებსაც ქუჩაში მარტო სიარულის გვეშინია
5. როდესაც რაიმე პრობლემის მოგვარებას დამოუკიდებლად ცდილობ და გეუბნებიან: "კაცი დამალაპარაკე"
მანქანის ნაწილის შესაცვლელად მისულს კაცი ალმაცერად გათვალიერებს და გეუბნება, რომ ქალი ხარ და მაინც ვერ გაიგებ, რა სჭირს მანქანას ან რა ნაწილი გჭირდება. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად მისულს დამხვედრია კაცი, რომელსაც წარბები შეუჭმუხნია და მამაჩემთან, ძმასთან ან შეყვარებულთან/ქმართან დალაპარაკება მოუთხოვია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად "კაცის სიტყვა" ქალზე ძვირად ფასობს, ამიტომ კაცებს იმაზე ფიქრი არ სჭირდებათ, რომ მათ ნათქვამში ვინმე ეჭვს შეიტანს ან მათ არასერიოზულად აღიქვამს.
6. გასაუბრებაზე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული შეკითხვების მოსმენა
"გათხოვილი ხარ? შვილები გყავს? ორსულად ხარ? შვილის გაჩენას/გათხოვებას აპირებ?" — ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსმენაც გასაუბრებაზე კაცებისგან განსხვავებით უამრავ ქალს უწევს. რა თქმა უნდა, იმ კითხვების დასმის უფლება, რომელიც შესასრულებელ სამუშაოსთან და პოზიციასთან დაკავშირებული არაა, პოტენციურ დამსაქმებელს არ აქვს, თუმცა ამ კითხვების მოსმენა და იმის ცოდნა, რომ შესაძლოა, მათზე გაცემულმა თუ არ გაცემულმა პასუხებმა შენი დასაქმების საკითხი განსაზღვროს, სტრესული და უსამართლოა.
7. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუდამ ყურადღებით ყოფნა
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალურად შევიწროება, სამწუხაროდ, უამრავი ქალისთვის ტრავმული გამოცდილებაა. ამის გამო ხშირად ვერიდებით ხალხის დიდ ნაკადებს, კაცების გვერდით დაჯდომას/დადგომას და ა.შ. ამ საკითხზე ფიქრი და ნერვიულობა, ჩვენგან განსხვავებით, კაცებს ნამდვილად არ უწევთ.
8. კაცების ჯგუფის წინ იმის შიშით ჩავლა, რომ რამეს მოგაძახებენ
სამწუხაროდ, არ ვიცნობ ერთ ქალსაც კი, რომელიც ქუჩაში გავლისას სტვენის და ხშირად შეურაცხმყოფელი შეძახილების ადრესატი არ გამხდარა. ამ დროს იმის შიშიც ბუნებრივია, რომ შეწინააღმდეგების შემთხვევაში, თანაც თუ ეს ღამით ან არც ისე ხალხმრავალ ქუჩაზე ხდება, სიტუაცია კონფლიქტში გადაიზრდება და ისევ თავად დავზარალდებით. ეს შიში და უმწეობის გრძნობა ქუჩებში ლანდებივით ნამდვილად არ უნდა დაგვყვებოდეს.
9. მოტყუება, თითქოს შეყვარებული/ქმარი გყავს, რადგან სხვა კაცებისთვის შენი პარტნიორის არსებობაა მთავარი და არა — შენი უარი
არასასურველი კომუნიკაციისგან თავის დასაღწევად ჩემ ირგვლივ ქალები კაცებს ხშირად ატყუებენ, თითქოს შეყვარებული ან ქმარი უკვე ჰყავთ. მსგავსი ტყუილის თქმა, წესით, არ უნდა გვჭირდებოდეს, რადგან გვსურს თუ არა კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაცია, მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. მიუხედავად ამისა, ტყუილის ავტორებს ნამდვილად ვერ დავძრახავთ, რადგან, სამწუხაროდ, უამრავი კაცისთვის გადამწყვეტი არა ქალის უარი, არამედ მის ცხოვრებაში სხვა კაცის არსებობაა.
10. სექსუალური შევიწროების ან ძალადობის შემთხვევაში იმის შიში, რომ საზოგადოება ისევ ჩვენ დაგვადანაშაულებს
"აქამდე სად იყო?" — გაიგებთ მეზობლების, ნათესავებისა და უცხო ადამიანების კომენტარებს იმ ქალის შესახებ, რომელიც, როგორც იქნა, ძალას მოიკრებს და სექსუალურ შევიწროებაზე ან ძალადობის ფაქტზე საუბარს გადაწყვეტს. ვინ გაამტყუნებს ქალებს, რომლებიც ამ თემებზე საუბარს ვერ ბედავენ? იმ დროსაც კი, როდესაც თავად ვართ დაზარალებულები, საზოგადოება შემდეგ კითხვებს გვაყრის: "რა გეცვა?", "სახლში რომ აყევი, რა გეგონა?", "მთვრალი თუ იყავი, რა გეგონა?", "იქნებ, შენ გამოიწვიე?" დაზარალებულ კაცებს არასდროს უწევთ იმის ახსნა, რომ მათი ჩაცმულობა, ქცევა და ალკოჰოლის მიღება მომხდართან არაფერ კავშირშია. ქალები კი მაშინაც დამნაშავეები ვართ, როცა თავად დავზარალდით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებზე ძალადობა და გენდერული უთანასწორობა ყოველდღიურობადაა ქცეული, უამრავი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ფემინიზმისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენი ცხოვრება ორმაგი სტანდარტებითა და ხშირად ისეთი საფრთხეებითაა სავსე, რომელთა შესახებაც კაცებს, უმეტესად, ფიქრი საერთოდ არ სჭირდებათ. საბედნიეროდ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, თუმცა მაინც სამწუხაროა, რომ თუნდაც ქუჩაში მშვიდად სიარულისთვის ბრძოლა და ბრძოლის აუცილებლობის დამტკიცება გვჭირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები