გრანტები მედია კამპანიებისთვის: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
ადამიანის უფლებათა სახლი და ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) აცხადებს გრანტების კონკურსს მედია კამპანიებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტებს და დამოუკიდებელ მედიას.
"საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას დეზინფორმაციაზე უკეთ რეაგირებისთვის. გრანტი ხელმისაწვდომა მედია კამპანიების, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობების განსახორციელებლად, რომლის თემატიკაა COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია ჯანმრთელობის რისკების, მთავრობის ქმედებების, უსაფრთხოების სერვისებისა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ", — ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებაში.
გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მედია კამპანიების განხორციელებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, განსაკუთრებით, რეგიონებსა და სოფლებში. მხარდაჭერილი აქტივობები შესაძლოა, მოიცავდეს კარდაკარ საინფორმაციო კამპანიას, ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრებს კონკრეტულ ჯგუფებთან (ახალგაზრდები, მოხუცები, მასწავლებლები და ა.შ.), ასევე, სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გასავრცელებლად მომზადებულ პროდუქტებს. 8,000 ევრომდე ღირებულების გრანტები მაქსიმუმ 12 თვის ვადით გაიცემა. გრანტები ხელმისაწვდომია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე დამოუკიდებელი მედიისთვის — მათი ერთობლივი განაცხადები კი, პრიორიტეტულია. პრიორიტეტი მიენიჭება განმცხადებლებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, მიწვდნენ მოწყვლად ჯგუფებს, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს.
განაცხადის შეტანა შეუძლიათ:
- საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
- დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს;
შესაძლებელია ერთობლივი განცხადების წარდგენაც.
განაცხადები პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან არ განიხილება.
დასაშვებობის კრიტერიუმები:
- განმცხადებელს აქვს აქტიური საქმიანობის ისტორია მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში. მედია ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში, ამ კრიტერიუმს ერთ-ერთი მათგანი მაინც აკმაყოფილებს;
- განმცხადებელს ჰყავს სულ მცირე სამი სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი. მედია ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში, ამ კრიტერიუმს ერთ-ერთი მათგანი მაინც აკმაყოფილებს;
- განმცხადებელი წარმოაჩენს წარსული საქმიანობის სტაბილურობას;
- განმცხადებელს აქვს მედია კამპანიის განხორციელების მკაფიო გეგმა /გამოცდილება.
მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივ განაცხადებზე: 8 000 ევრო.
განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ელ-ფოსტაზე: info@hrht.ge და სათაურის ველში მიუთითონ "LOT6: გრანტები მედია კამპანიებისთვის".
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12 სექტემბერი, თბილისის დროით 18:00.
ორგანიზაცია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
სააპლიკაციო ფორმის და/ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანის უფლებათა სახლს ელ-ფოსტაზე: info@hrht.ge
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები