"ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს" — ბილაინის გზავნილი თანამშრომლებს
ფოტო: ბილაინი
ბილაინმა პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და აქტიურად ჩაერთო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანია დღესაც განაგრძობს თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვას და მიზნად ისახავს კოვიდ უსაფრთხო კომპანიის სტატუსის მოპოვებას.
5 ივლისიდან შიდასაკომუნიკაციო პლატფორმაზე Workplace by Facebook აქტიურად ხორციელდება კამპანია, რომელიც თამაშრომლების ვაქცინაციისკენ მოტივაციასა და ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. კამპანიის მიზანია დასაქმებულებმა მიიღონ გადამოწმებული, ფაქტებითა და სტატისტიკით გამყარებული უტყუარი ინფორმაცია და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
კამპანიის დასაწყისშივე ჩატარდა და მას შემდეგ ყოველკვირეულად ტარდება გამოკითხვა — რას ფიქრობენ თანამშრომლები ვაქცინაციაზე, არიან თუ არა ვაქცინირებულები და აპირებენ თუ არა აცრას. კვლევის რეგულარულად განახლებადი შედეგები კომპანიას საინფორმაციო კამპანიის სწორად წარმართვაში ეხმარება.
კამპანიის ფარგლებში, ბილაინი თანამშრომლებს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ როგორც კომპანიაში, ასევე ქვეყანაში და მსოფლიოში, შესაბამისი პროფესიონალებისა და მოწვეული ექიმების ჩართულობით ონლაინ პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს, დასაქმებულებს აცნობს ვაქცინირებულთათვის ქვეყანაში არსებულ ბენეფიტებს და სხვა. Workplace-ზე თითოეული თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია ვირტუალური ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ვირუსის მართვასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია.
ბილაინის შიდა ონლაინ თოქშოუ Сoffee Break ყოველკვირეულად მასპინძლობს იმ ვაქცინირებულ თანამშრომლებს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ კამპანიაში, ისაუბრონ საკუთარ დამოკიდებულებაზე და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს. კომპანიის მენეჯმენტის რეგიონალური ტურნეს დიდი ნაწილი ასევე დაეთმო ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოწოდებას "აიცერი".
შიდასაკომუნიკაციო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებულთა მოტივაცია და, ამასთან ერთად, მათი ჩართულობა ვაქცინაციის ხელშემწყობ აქტივობებში. ამ მიმართულებით ფოტო-ვიდეო კონკურსი "მე ავიცერი" მიმდინარეობს. მონაწილეობა თანამშრომლებს როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად შეუძლიათ. კონკურსის წესების თანახმად, Workplace -ზე ბილაინის ვაქცინირებული თანამშრომლები მათ მიერ გადაღებულ ემოციურ ფოტო-ვიდეო მასალას აზიარებენ, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ განწყობას თუ ძველი ცხოვრების დაბრუნების სურვილს ასახავს. გამარჯვებულების რიცხვი ტრადიციულ სამეულზე ბევრად მეტი იქნება, მათ სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს და მრავალფეროვანი პრიზებით დააჯილდოებს. გუნდური ჩართულობის ნაწილი კიდევ უფრო მამოტივირებელი აღმოჩნდა - ბილაინის მაღაზიების, მცირერიცხოვანი გუნდებისა თუ დიდი დეპარტამენტების თანამშრომლები ერთმანეთს კოვიდ უსაფრთხო გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად და საერთო პრიზის მისაღებად ეჯიბრებიან.
ბილაინის გუნდის დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კარგად ჩანს მის ყოველდღიურ კომუნიკაციაში. კამპანიის სპიკერები არიან არამხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები, არამედ თავად თანამშრომლები, მათი გზავნილები კი მკაფიო და უცვლელია — ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს; თითოეულ აცრილ ადამიანს მნიშვნელოვანი, პერსონალური წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის თუ ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემის მოგვარებაში და დღეს ეს არის ერთადერთი გზა უხილავი მტრის დასამარცხებლად.
"პანდემიის დაწყების დღიდანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენი თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და აბონენტების უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორცილეთ. ახლა, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში გადავიდა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, ერთმანეთის მხარდაჭერითა და მოტივაციით, კოვიდ უსაფრთხო კომპანიის სტატუსი მალე მოვიპოვოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში", — აცხადებენ ბილაინში.
ბილაინში ვაქცინირებულ თანამშრომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც კარგად ასახავს გუნდის საერთო სულისკვეთებას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები