მეუფე საბა

20 Aug. 2021, 23:48

ვირუსი არის ფიზიკური დაავადება, კერძოდ, კორონავირუსზე მაქვს საუბარი და სხვა ვირუსებზე, და არა სულიერი დაავადება. პირველ რიგში შევთანხმდეთ ამაზე, რომ ეს არ უნდა განვიხილოთ, როგორც საღვთისმეტყველო საკითხი, არამედ ეს არის სამედიცინო საკითხი. ამიტომ თავიდანვე და დღესაც ვიმეორებთ და ვამბობთ, რომ ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ უნდა მოგვაწოდონ ექიმებმა და დღევანდელ დღეს ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები.

სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონიზებას ახდენს. მათი სიტყვით, შესაძლებელი ხდება, რომ შეიძლება ადამიანები მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ საზარელი ვირუსის მსხვერპლი.

მე რატომ მეკითხები აცრის შესახებ, რაც მე არ მეხება. აცრა არ არის რელიგიური საკითხი, არამედ არის მედიკოსების საკითხი. თუ დღეს მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება არის აცრა, მაშინ, უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ხორციელი სიცოცხლე, ჩემო კარგებო. და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე ფატალურად, სიკვდილით დამთავდეს, თუკი მათ დაუჯერებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…