მეუფე დიმიტრი

22 Aug. 2021, 01:07

ეკლესიის დამოკიდებულება, ეკლესიის მიდგომა არის ის, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების მოწოდებას. არ შეიძლება ამ ვაქცინის დემონიზირება, რადგან როგორც სინოდის გადაწყვეტილება არსებობს, ის არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს რწმენასთან. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა ამ სიკვდილის ვირუსთან გამკლავების და ამიტომ, ეკლესია მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით და ფხიზლად უნდა იყოთ.

რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, არავინ ძალას არ გვატანას თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლეს და სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ინფიცირებულების 98%-ს, რომლებიც დღეს საავდმყოფოში არიან — და ბევრი მათგანი საკმაოდ მძიმედ არის — არცერთი აცრა არ ჩაუტარებიათ, ასე რომ თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ. ეკლესია გვეუბნება ცალსახად, რომ აქ რამე რწმენასთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის და ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სხვა საშუალება პანდემიასთან ბრძოლისა არ არსებობს, გარდა ვაქცინაციისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…