მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირის და NATO-ს წევრობას — ღარიბაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მაესტრო
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. ასოცირების სამეულს, ანუ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთად შეუძლია ბევრი წარმატებული მაგალითის ჩვენება საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს განცხადება ღარიბაშვილმა კიევში, უკრაინის პრემიერმინისტრთან, დენის შმიგალთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენ, სამ ქვეყანას — მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას და სწორედ ამ ტრიოს ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და NATO-ს წევრობას", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე ასოცირების სამეულის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ ევროკავშირთან პრაქტიკული ურთიერთობების გასამყარებლად.
"ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ და ერთობლივად ვიმუშაოთ", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროინტეგრაციის საერთო გზის შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ერთობლივი მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა უკრაინის პრემიერმინისტრმაც. დენის შმიგალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით უკრაინაში გუშინ, 21 აგვისტოს ჩავიდა. 23 აგვისტოს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.
გაიგე მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები