ზაზა თევზაძე

22 Aug. 2021, 17:01

მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღევანდელ, პანდემიის გამძვინვარების სიტუაციაში აცრას, ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავის, თავისი მოყვასისა და ქვეყნის სასარგებლოდ, ეს არის დროული ვაქცინაცია. ეს გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამდენად, სასულიერო პირი იქნება, რელიგიური მოღვაწე თუ საზოგადოების სხვა წევრი, ღრმად და შინაარსობრივად უნდა გაიაზროს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას და იმუნიზაციის პროცესს.

ეს არის ძალიან სერიოზული დაავადება [კორონავირუსი]. პანდემია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბები შეიძინა და რატომღაც, გამომდინარე იქედან, რომ აპოკალიპტურ ხედვებს დაუკავშირეს რელიგიურად განწყობილმა ადამიანებმა, გარკვეულ მასშტაბებს, არნახულ მასშტაბებს მიაღწია ირაციონალურმა შიშებმა და დაიწყო მიზანმიმართული — შეგნებული თუ შეუგნებელი, ნებით თუ უნებლიეთ — დემონიზაცია აი ამ მნიშვნელოვანი პროცესის. თითქოს ყველაფერ ამის უკან იდგეს რაღაც ზოგადი შეთქმულება ღმერთისა და კაცობრიობის წინაშე, რაც სიმართლეს ოდნავ არ ეხმიანება. ეს არის, ფაქტობრივად, ისეთი მითი, რომელიც რელიგიურად განსწავლულ და ჩახედულ ადამიანებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…