სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისების მორიგი მცდელობაა — TI
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენელებზე ძალადობას წაახალისებს. TI-ს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს.
"ვახო სანაიას საქმე არ შეიძლება განხილული იყოს ქვეყნის მედიაგარემოში განვითარებული მოვლენებისგან განყენებულად, როცა კრიტიკული მედიის მფლობელების, მმართველების ან მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს", — აცხადებენ TI-ში.
მათივე თქმით, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტების ეფექტურად გამოძიება არ ხდება, მათ შორის, TI გამოჰყოფს 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რომელზეც ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ დღეს სახელმწიფო ჟურნალისტების უსაფრთხოებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
"რამდენიმე კვირაში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამ ფონზე კი კრიტიკული მედიასაშუალებები იღებენ მკაფიო გზავნილს, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ იქნება. აღნიშნული გარემოება ამძიმებს მედიის მდგომარეობას წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როცა სწორედ მედიის მიერ საზოგადოებისთვის კრიტიკული ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად", — ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 25 აგვისტოს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 150-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ და სამივე მათგან იმ დღესვე დააკავეს. სწორედ დღეს, 25 აგვისტოს, გავიდა 6 თვე მათი დაპატიმრებიდან, შესაბამისად, დღესვე გამოვლენ ციხიდან.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენის გამოტანა 25 აგვისტომდე გადადო. სანაია მაშინ ამბობდა, რომ ყველა არგუმენტი და მტკიცებულება "დევს ხელის გულზე" იყო და განაჩენის გამოცხადების გადადების საფუძველი არ არსებობდა.
ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.
გაიგე მეტი:
- ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს — სანაია მასზე თავდამსხმელების გათავისუფლებაზე
- სრული მწვანე შუქია, შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ — ჟიჟილაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
- მოძალადეები გამოუშვა გარეთ, რადგან ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე — გრიგოლია სანაიაზე თავდამსხმელებზე
- სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა — კოალიცია
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები