ომბუდსმენი: პოლიციელების მხრიდან შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს შევესწარით
ომბუდსმენის განცხადებით, 13 მარტს, სახალხო დამცველის რწმუნებული პოლიციელების "ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს" შეესწრო.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში.
ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მიმდინარეობდა დავით ხარშილაძის დაკითხვა, ადვოკატის და პროკურორის მონაწილეობით. დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკავებულს აუღეს ნიმუში საექსპერტო კვლევისთვის, გაატარეს ნარკოლოგიური შემოწმება და გადაიყვანეს დმი-ში.
ნარკოლოგიურიდან დაბრუნებისას, პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფმა დაკავებულის მხარდამჭერთაგან ერთ–ერთმა შეძახილით მიმართა პოლიციელს. პოლიციის შენობაში შესვლის შემდეგ ამ პოლიციელმა დაკავებულთან უკმაყოფილება გამოხატა შეძახილის გამო და დაკავებულის თანდასწრებით ბილწი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა შეძახილის ავტორს, რომელიც იყო დაკავებულის ახლობელი. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო უშუალოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი".
სახალხო დამცველის ცნობით, დაკავებულმა მათ განუცხადა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა.
"დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა "ჩაუდეს" და მისი არ არის".
სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებებისა ფაქტზე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებების მიმართ არაადეკვატური პასუხი ულახავს ავტორიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკარგავს საზოგადოების ნდობას პოლიციას.
საქართველოს სახალხო დამცველი, აქვე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.
რაც შეეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები