დროას ვილი პაჭკორია და გიორგი ჩახუნაშვილი შეუერთდნენ
ფოტო: On.ge/თამთა კახაბერიძე
ელენე ხოშტარიას მოძრაობა დროას საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია და საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი შეუერთდნენ. ხოშტარიამ დღეს მათთან ერთად ბრიფინგი გამართა და ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
"ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ კონკრეტულ სტრატეგიაზე, იმ კონკრეტულ ინიციატივებზე, თუ რამ უნდა გამოგვიყვანოს ამ ჩიხური მდგომარებიდან და ეს ორი ადამიანი არის პროფესიონალი, არაპოპულისტი, არაპოლიტიზირებული, არა პერსონალ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არამედ მათ გადადეს ეგოისტური ინტერესები და შემოუერთდნენ დროას იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეეს დაეხმარონ ამ საშინელ პანდემიასთან გამკლავებაში", — განაცხადა ხოშტარიამ გუნდის წევრების წარდგენისას.
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ვილი პაჭკორიამ აღნიშნა, რომ დროა ქვეყანაში უსამართლობა და უკუსვლა დასრულდეს, სწორედ ამიტომ უერთდებიან სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები პარტიას.
"ეპიდემიის მართვა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული და ეპიდემიოლოგიური სამსახური უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას და გახდეს დამოუკიდებელი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეპიდემიოლოგიური სამსახური იმართება პოლიტიკური შეხედულებებისამებრ, ხოლო ეპიდემიოლოგებს, სამწუხაროდ, მართავენ პოლიტიკოსები, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია", — განაცხადა პაჭკორიამ.
კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში გამკაცრდეს რეგულაციების კონტროლი და რეგიონებში გაფართოვდეს მობილური ჯგფების მუშაობა.
ვილი პაჭკორიას მოსაზრებას პანდემიის მართვის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, ეთანხმება გიორგი ჩახუნაშვილიც.
"ჩვენ გვჭირდება დღეში 40 000 აცრილი, რაც ერთი თვის განმავლობაში მოგვცემს შესაძლებლობას აცრილი იყოს 1 200 000. ეს შეგვიძლია გაძლიერებული მარკეტინგით, გაძლიერებული ინტენსიური პროპაგანდით, რომ აცრა არის აუცილებელი და ერთადერთი გამოსავალი, რათა ყველამ იცოდეს, რომ პანდემიას დაამარცხებს მხოლოდ ვაქცინაცია", — განაცხადა ჩახუნაშვილმა.
ხოშტარიამ დროას წევრების ნაწილი 12 აგვისტოს წარადგინა. ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, მაჟორიტარობის კანდიდატები კი დროამ ევროპულ საქართველოსა და გირჩი — მეტი თავისუფლებასთან ერთად წარადგინა. სამი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დედაქალაქში მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები