როგორ განვასხვაოთ ყალბი iPhone ორიგინალისგან?
iPhone–ის შეძენისას ყოველთვის საჭიროა მოწყობილობა სიფრთხილით და ყურადღებით შეარჩიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი შეხებაა Apple-თან. ისიც იცოდეთ, რომ თქვენი პირველი iPhone-ის შეძენის შემდეგ Apple-ი იმდენად მიმზიდველი გახდება, რომ თქვენს ნაკრებს, iPad-ი და Mac-ი აუცილებლად შეემატება.
iPhone, ისევე როგორც Apple-ის მიერ წარმოებული ნებისმიერი სხვა პროდუქტი, აუცილებელი ატრიბუტია თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ფეხს უწყობს დროს და მიჰყვება ინოვაციებს.
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ Apple-ის მიმართ ჩვენი მოლოდინი გამართლდეს? როგორ გავექცეთ თაღლით რესელერებს რომ ორიგინალი მოწყობილობის ნაცვლად ყალბი iPhone-ი არ მივიღოთ? ამ კითხვებზე პასუხს სტატიიდან გაიგებთ.
რაც უფრო პოპულარული ხდება Apple-ის პროდუქცია, მით უფრო ხშირად ვხვდებით ბაზარზე ჩინურ, ყალბ სმარტფონებს. რამდენიმე წლის წინ, ყალბი მოდელის იდენტიფიცირება შეიძლებოდა კორპუსის დამახასიათებელი ჭრაჭუნით, კამერის განათებით, Lightning პორტთან დამონტაჟებული ხრახნებით ან დისფლეის უხარისხო სურათით. მაგრამ დღეს ყალბი სმარტფონები საკმაოდ რთულია განასხვაო ორიგინალისგან, იმდენად იდეალური მსგავსება აქვს ნამდვილ iPhone-თან.
ყალბი სმარტფონის დამზადების ოსტატები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მომხმარებლებმა დაიწყეს ამ საკითხით დაინტერესება და დაკვირვება. მოდით, კიდევ ერთხელ მოკლედ მიმოვიხილოთ 5 მარტივი ნიშანი თუ როგორ განვასხვაოთ ორიგინალი iPhone-ი ყალბისგან:
- არანაირი ჩინური სიმბოლოები მოწყობილობის ქავერის უკანა მხარეს, მხოლოდ ინგლისური წარწერა: iPhone, Designed by Apple in California, Assembled in China;
- არანაირი ჩამონტაჟებული microSD ბარათები და გასაშლელი ანტენები;
- მხოლოდ ერთი lightning პორტი;
- გლუვი და სწორი ზედაპირი, უკანა პანელზე გამოწეულია მხოლოდ კამერის ბლოკი.
- ორიგინალი iPhone-ის კორპუსი მონოლითურია და შეუძლებელია მისი უკანა ნაწილის დამოუკიდებლად მოხსნა.
თუ ვიზუალის ზუსტი კოპირება მაინც შესაძლებელია, მაშინ არსებობს კიდევ ერთი ხერხი საბოლოო შემოწმებისთვის. ჩვენ გირჩევთ, გადახვიდეთ ვებგვერდზე isupport.ge და შეამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენს iPhone-ს ოფიციალური გარანტია საქართველოში. შესამოწმებლად თქვენ გჭირდებათ მოწყობილობის სერიული ნომერი, რომელიც უნდა შეიყვანოთ მოცემული საიტის მთავარ გვერდზე მოთავსებულ გრაფაში. სერიული ნომერი შეგიძლიათ ნახოთ სიმ ბარათის სლოტზე, iPhone-ის ყუთზე, ან პარამეტრებიდან — ზოგადი — ამ მოწყობილობის შესახებ.
ორიგინალი iPhone-ის შესაძენად ყველაზე მარტივი გზა Apple-ის ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში შეძენაა, რომელთა ჩამონათვალი და მისამართები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდებზე:
საქართველოში Apple-ის 7 ოფიციალური რესელერია, რომელიც პროდუქციის ხარისხის და მომსახურების გარანტია. ეს არის პრემიუმ რესელერი iSpace-ი და 6 ავტორიზებული რესელერი: Alta, Elit Electrinics, iPlus, iTechnics, iStore, Silknet.
ახლა უკვე იცით, საქართველოში სად და როგორ შეიძინოთ ორიგინალი iPhone-ი ისე, რომ არ მოტყუვდეთ და შენაძენისგან მხოლოდ პოზიტივი მიიღოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები